x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რატომ დაქორწინდა სამი და ერთ კაცზე?
image


დები ინდოეთიდან იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ ორიგინალური ხერხი მოიფიქრეს, რათა, ქორწინების შემდეგაც არ დაშორებულიყვნენ ერთმანეთს. ისინი დაქორწინდნენ ერთ კაცზე, მათი ცხოვრება გახდა უჩვეულო ბოლივუდის ფილმის სიუჟეტი. თუმცა ბევრს არ ესმის, როგორ მოახერხეს მათ დაქორწინება ერთ კაცზე, რადგან, ინდოეთში იკრძალება მრავალცოლიანობა.





შობხა, რინა და პინკი სამი დები არიან, რომლებმაც 2008 წლის ერთ დღეს იქორწინეს. ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ იქორწინეს ერთ კაცზე, სახელად კრიშნა.- წერს "Mid-day'-ი.





ინდოეთის ჩიტრაკუტის რაიონში ჩატარებულ ცერემონიალზე საქმრო სამმაგად აღფრთოვანებული იყო, როდესაც სამმა პატარძალმა ერთდროულად ილოცა მომავალ ქმართან ხანგრძლივი ცხოვრებისათვის.





image




მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში მრავალცოლიანობა აკრძალულია. იშვიათ შემთხვევებში ის მისაღებია, მაგალითად, ინდოელი მუსლიმებისთვის. როგორც ჩანს, ასეც მოხდა ამ კაცისა და სამი დის სასიყვარულო კვარტეტის დროს.





თითოეულ ქალს ჰყავს ორი შვილი კრშინადან. ოჯახი ერთ სახლში ცხოვრობს, მაგრამ თავად შეყვარებული ოთხი და არავის ეუბნება იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ ასეთ დიდ კომპანიაში, სადაც ცოლები ერთმანეთის დები არიან.



კრიშნას ახლობლის თქმით, მათ უჩვეულო ქორწინებაში ჰარმონია სუფევს.სამივე ცდილობს, რომ მათი შვილებმა ჰარმონიულად იცხოვრონ ერთად.




"არ ველოდით, რომ ეს ქორწინება ასე დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ უკვე 12 წელი გავიდა. კრიშნა არასდროს ამბობს მიზეზს, თუ რის გამო დაქორწინდა სამ დაზე." - ამბობს ახლობელი.

0
640
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
640
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0