x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე ცუდი და მახინჯი ავტომობილი Aston Martin Lagonda აუქციონზე იყიდება
image
გასული საუკუნის 70-იან წლებში Aston Martin Lagonda- მ დიდი ფურორი გამოიწვია დებიუტის დროს, მაგრამ წარმოების საბოლოო მოცულობამ კომპანიის იმედები არ გაამართლა. 1974 წლიდან 1990 წლამდე სულ 645 ასლი აიწყო.


image

ბრიტანულმა აუქციონის საიტმა Historic Auctioneers– მა გასაყიდად გამოიტანა 1989 წლის სედანი Aston Martin Lagonda . იგი მიეკუთვნება სერია 4-ის გვიანდელ ვერსიას.


image


ლოტის მოსალოდნელი ღირებულებაა 95-110 ათასი ფუნტი სტერლინგია . სოლის ფორმის სედანის კაპოტის ქვეშ განთავსებულია 5.3 ლიტრიანი V8 280 ცხენის ძალიანი ძრავა, სამ საფეხურიანი ავტომატური კოლოფით.

image


სხვადასხვა წლებში დინამიური მახასიათებლები განსხვავებული იყო. მაქსიმალური სიჩქარე 230-240 კილომეტრაი საათში, ხოლო აჩქარება 100 კმ/სთ-ზე პირველი სერიის მანქანებზე 6, 2 წამიდან იწყებოდა და შემდეგ 8, 8 წამამდე გაიზარდა.



ცისფერი მანქანა პირველ მფლობელმა 1989 წლის აგვისტოში იყიდა და 27 წლის განმავლობაში ჰყავდა. შემდეგი მფლობელი იყო კოლექციონერი, რომელიც მანქანას კიდევ 11 წლის განმავლობაში უვლიდა.


image

ამჟამინდელმა მფლობელმა Lagonda 2017 წელს შეიძინა. მან შეინახა ყველა დოკუმენტი, მათ შორის მანქანის ორიგინალი ანგარიში და რამდენიმე მომსახურების ქვითარი ნიუპორტ პაგნელის დილერის ცენტრიდან. კაკლის ხით და კრემისფერი ტყავით გაწყობილი სალონი შესანიშნავ მდგომარობაშია. ოდომეტრზე - 32, 658 კილომეტრს აჩვენებს. ავტომობილს მოყვება ორიგინალური ნაკრები, რომელიც ოთხი ჩემოდანშია განაწილებული.

image

Aston Martin Lagonda შეიქმნა როგორც მანქანა, რომლის მიზანი იყო Rolls-Royce- სა და Bentley- ის დონეზე გათანაბრება და ახალ მყიდველების მოზიდვა.


ეს იყო პირველი სერიული მანქანა, რომელმაც ციფრული დაფა გამოიყენა. სიახლე იმდენად ძვირადღირებული იყო, რომ შემდგომში მცირე გაყიდვებმა კომპანია თითქმის გააკოტრდა.


Time– მა და Bloomberg Businessweek– მა Lagonda შეაფასეს, როგორც ყველა დროის ყველაზე ცუდი და მახინჯი მანქანა.


2
208
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
208
  
2020, 27 დეკემბერი, 3:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 11 დეკემბერი, 2:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2