x
image
კატაპულტი
კიმ ჩენ ინი ევროპის შუაგულში
image
საიდუმლო სამსახურის დასკვნით, ჩრდილოეთ კორეის ჯაშუშები ევროპაში აქტიურად მოქმედებენ. ანგარიშის თანახმად, კიმ ჩენ ინის შპიონები შუაგულ ევროპაში არიან მიმოფანტულები.მათი საქმიანობის ცენტრს კი ავსტრია, კერძოდ, ვენა წარმოადგენს. ასევე აქედან ხდება რეჟიმის მოწინააღმდეგეებზე ნადირობა.

გაეროს ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის საელჩო ვენაში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნის საელჩოები გამოიყენება “უკანონო საქმიანობისათვის, რათა მიიღონ კანონსაწინააღმდეგო შემოსავლები".

დასავლეთის დაზვერვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კიმ ჩენ ინის აგენტები რეგულარულად მოგზაურობენ ევროპაში ვენის გავლით, რათა შეასრულონ უკანონო შესყიდვები და სადაზვერვო მისიები. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს თავისი ჯაშუშები ჰყავს ისეთ დიდ და მრავალეროვან ორგანიზაციებში, როგორიც ევროკავშირია.

გავრცეებული ინფორმაციის თანახმად, კიმ ჩენ ინი ევროპაში ძირითადად ნარკოტიკებისა და იარაღის ვაჭრობითაა დაკავებული.


“BLOOMBERG" – ის ანალიზის თანახმად, ვენა ჩრდილოეთ კორეის “ ჯაშუშური საქმიანობის ევროპული კარიბჭეა". აზიური ქვეყნის აგენტების ძირითადი ამოცანა ამჟამად დიპლომატიური პერსონალის გაზრდა და რეჟიმის მოწინააღმდეგეების გამოვლენა-დასჯაა.

აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა ვენასთან. ჩრდილოეთ კორეული “GOLDEN STAR BANK"-ი ვენაში მხოლოდ საუკუნის დასაწყისში დაიხურა.


ასევე საინტერესოა:

ნახევარძმის მოკვლის შემდეგ კიმ ჩენ ინმა, სავარაუდოდ, ძმისშვილიც გამოასალმა სიცოცხლეს

*

კიმ ჩენ ინი ბაიდენის ინაუგურაციაზე რაკეტებს ცეცხლს გაუკიდებს

*

როგორ ებრძვის ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კორონავირუსს?!– გამაოგნებელი ინფორმაცია

*

1
114
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
114
  
2020, 9 დეკემბერი, 2:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1