x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კორონავირუსით გარდაიცვალა დეკანოზი დავით ქვლივიძე,რომელმაც კორონავირუსს "ცრუ პანდემია" უწოდა
imageდეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს.


"სამწუხაროდ დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს."-წერს ანდრია ჯამღაიძე.


მისივე ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე სხალთელ მთავარეპისკოპოსს სპირიდონს.



"მეუფე სპირიდონს დაუდასტურდა კოვიდ ვირუსი და მკურნალობს საავადმყოფოში. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ მეუფეს."





დეკანოზი დავით ქვლივიძე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი იყო. იგი ერთ-ერთი იყო იმ სასულიერო პირებს შორის, რომელმაც კორონავირუსს "ცრუ პანდემია" უწოდა და ამასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა.

1
374
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
374
  
2020, 7 დეკემბერი, 21:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1