x
image
პროფესორი
როგორ მკითხაობენ ტაროზე-"იმპერატორი ქალის" სრული განხილვა

image

იმპერატორი ქალი

ასტროლოგიური შესატყვისი:ვენერა

რელიგიაში არსებობს ბევრი „სამება“.თუმცა საბოლოო სამკუთხედი-მიზეზი, რის გამოც ნომერი სამი ასეთი დამაჯერებელია-არის დედა-მამა-შვილი.ქრისტიანული სამების გარდა მამა-ძე-სულიწმინდა, ინდუიზმში ასევე გვაქვს მცველი-გამანადგურებელი, ასევე ყველა მამაკაცი.ქალებს თავიანთი შანსი აქვთ საბერძნეთის სამ ბედში(ემთხვევა ჩრდილოეთ ევროპის ნორნებს) და ქალწული-დედა-მოხუცებულის სამმაგი ქალღმერთი, რომელიც ასახავს მთვარის ფაზებს:ზრდადი მთვარე-სავსე მთვარე-კლებადი მთვარე, პარალელურად ქალის ცხოვრებისეული ეტაპებს დაბადებიდან, მშობიარობის წლებისკენ, კლიმაქტერიული პერიოდის ჩათვლით.მაღალ არკანებში არის სამი მთავარი ქალის კარტი, რომელიც ემთხვევა სამმაგ ქალღმერთს-ქურუმი ქალწული ქალი, იმპერატორი დედა ქალი და მთვარე.და მაინც, თითეული მათგანი ატარებს სამივე თვისებას მასში.ამ არკანების გავლით, ჩვენ მივდივართ ჩინელ Tao Te Ching-თან, რომელიც გადმოსცემს ტაროს სურათების და იდეების განვითარებას: ტაოდან(არაფერი, სულელი) ვიღებთ 1-ს.1-დან(მაგი) ვიღებთ 2-ს(ქურუმი ქალი).2-დან კი მიიღება 3(იმპერატორი ქალი) ვნებიანი და სიცოცხლის მიმნიჭებელი, დედამიწა, როგორც დიდი ქალღმერთი.“3-დან მიიღება ათი ათასი რამ“- TaoTe Ching.

image

შეგვიძლია შევქმნათ ფორმულა მარტივად:1+2=3, ფიზიკური სამყარო შეიცავს ორი პოლარობის შეერთებას, რომელიც სიმბოლიზირებულია არკან მაგში და ქურუმ ქალში:გამცემი და მიმღები, ქალი და კაცი, ცნობიერი და ქვეცნობიერი, პოზიტიური და ნეგატიური.ვერც ერთი ეს რაღაც ვერ იარსებებდა პარტნიორის გარეშე. ისევე, როგორც დედამიწა ტრიალებს ღერძზე, როგორც ჩრდილოეთით და სამხრეთ პოლუსებზე, ასევე ჩვენი სხეულის მოლეკულები ერთდება დადებითი და უარყოფითი სუბატომური ნაწილაკებით.როცა მაგი და ქურუმი ქალი წარმოადგენს პრინციპებს, იმპერატორი ქალი განასახიერებს რეალობას, რომელიც აერთიანებს ამ პრინციპებს.


მრავალ მითოლოგიაში ჩვენ ვხვდებით დედამიწას კოსმოსის ნაცვლად, აღწერილს როგორც თავდაპირველ ყოფას.ბერძნები დედამიწას ეძახდნენ Gaia-ს და თვლიდნენ რომ ის იყო პირველი, ვინც ქაოსიდან გამოვიდა შექმნამდე.ეს სახელი და ცნება გარდაიქმნა “Gaia-ს თეორიად“, რომლის ვარაუდითაც დედამიწა არის 1 გიგანტური ორგანიზმი, ვიდრე უსიცოცხლო კლდე, რომელზეც ცოცხალი არსებები ბინადრობენ.

ზოგ კულტურაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ქალღმერთი იშლება სამყაროს შესაქმნელად.შუმურეული მითოლოგია გვიყვება თუ როგორ გახდა Tiamat-ი გრანდიოზული დრაკონი ან ზღვის გველი, ღმერთების მჩაგვრელი, როგორ მოკლა და დაანაწევრა ის მისივე შთამომავალმა მარდუქმა დედამიწის შესაქმენალად.ბევრ ისტორიკოსებს ჯერათ რომ მარდუქი მამაკაცური საწყისიდან გაჩნდა და მისი საჭიროებააა ქალური ავტორიტეტების განადგურება.

იგივე ისტორიას ვხვდებით იაპონიაშიც.იაპონური მითოლოგია აღწერს პირველი ქალის Izanami-ს სიკვდილს, და თუ როგორ მოვიდა მისი ძმა/ქმარი Izanagi ქვესკნელიდან, რომ დაებრუნებინა ის სიცოცხლისთვის.მაგრამ იზანაგი შეძრწუნდა მისი დის/ცოლის ჭიებით შეჭმული სხეულით და გაიქცა.იზანამი გამოედევნა მას და მისი გამხმარი სხეულიდან ჩამოცვენილმა ნაწილებმა შექმნა მთები, ტყეები და ზღვები. ნუთუ ჩვენი სამყარო ქალღმერთის დამპალი გვამია? თვით სიცოცხლის არსებობა შეიცავს სიკვდილს, ყოველი არსების ბედს.

ამგვარი ისტორიები პირველ რიგში მიგვანიშნებენ ჩვენს შიშზე სიკვდილთან მიმართებაში, რომელმაც შეიძლება სიცოცხლეს ჩამოგვაშოროს.ისინი ასევე ქმნიან მამაკაცთა დომინირების ნიმუშებს, როცა მარდუქი კლავს მოჩვენებითად მჩაგვრელ ტაიმატს. იაპონური მოთხრობის ადრეულ მონაკვეთში, ქაოსი და მონსტრები წარმოიშვა, როდესაც Izanami-მა პირველად ისაუბრა სექსის წამოწყებაზე და "კარგი" ქმნილება მოხდა, როდესაც მისმა ქმარმა აიღო ლიდერობა თავის თავზე.სხვა სიტყვებით, მითოლოგია ამბობს, რომ ქალმა უნდა იცოდეს თავისი ადგილი.მეორეს მხრივ, თუ ჩვენ მოვაცილებთ პატრიარქალურ პროპაგანდას და ღმრა ინტუიციურად მივუდგებით, მოთხრობები გადმოგვცემს, რომ მსოფლიოს ყველა ქმნილება, მცენარეები, კლდეები, ინდივიდუალური ისტორიები, რეალურად არის ერთი ცხოვრება, ერთი ისტორია, ერთი არსება.

ჩვენ შეგვიძლია აღვწეროთ ეს მაღალი არკანი, როგორც აღდგენის გეგმა, თუ როგორ უნდა შევაერთოთ დამსხვრეული ნაწილები ერთად, გავამთლიანოთ ისინი.არკან სამყაროს შეესაბამება 21, თუ მათ დავაჯამებთ ვღებულობთ 2+1=3 იმპერატორ ქალს.

როცა რამოდენიმე თანამედროვე ტარო გამოსახავს იმპერატორ ქალს, როგორც Gaia-ს, უმეტესობა მაინც მიყვება რაიდერის სისტემის ტაროს გამოსახულებას, რომელიც სიმბოლურად მიანიშნებს ორ ბერძენ ქალღმერთს, დემეტრას, რომელსაც რომაელები ეძახდნენ Ceres და აფროდიტეს/ვენერას.რაიდერის დასტაში ვხედავთ რომ დემეტრას გარშემო ხორბალი იზრდება, რადგან დემეტრა განაგებდა დედა-ბუნებას.

როცა ჰადესი-სიკვდილის ღმერთი, იტაცებს დემეტრას ქალიშვილს, პერსეფონეს, იმისთვის რომ მის პატარძლად დასვას ბნელ სამყაროში, დემეტრა ყველა მცენარის ზრდას შეაჩერებს.მცენარეების გარეშე ცხოველები და ადამიანები დაიხოცებიან და ცხოველებისა და ადამიანების გარეშე ღმერთები ვერ მიიღებენ რაიმე სახის მსხვერპლშეწირვას.ამიტომ ზევსი აგზავნის ჰერმესს(მაგი), რომ უბრძანოს ჰადესს გაანთავისუფლოს პერსეფონე.ჰადესის ეშმაკობით, პერსეფოენე ბნელ სამყაროში შეჭამს ბროწეულის თესლებს, რის გამოც მას ყოველ წელს მოუწევს იქ ჩასვლა.

რაიდერის დასტაზე დემეტრას მოსასხამზე გამოსახულია ბროწეულები, მაგრამ უფრო მეტად როგორც ნაყოფიერების სიმბოლო ვიდრე ბნელი სამყაროსი.ჩვენ ვხედავთ ამ ისტორიის ასპექტებს ისევ და ისევ მაღალ არკანებში, განსაკუთრებით კი "ვარსკვლავში".ქვედა კარტები იმპერატრიცას ტრიადაში არის იმპერატორი ქალი-ბედის ბორბალი-ვარსკვლავი.

რადგან დემეტრამ შეაჩერა მთელი სამყარო თავისი ქალიშვილის გამო, ის ასოცირდება დედობასთან და აბსოლიტურ ერთგულებასთან.

ჰომეროსის საგალობელი, რომელიც ამ ამბავს მოგვითხრობს, ატარებს სათაურს „დემეტრას ჰიმნი" და არა პერსეფონესი, და საიდუმლოებების ცხრადღიანი რიტუალის დროს, აღმსრულებლებმა ყველამ აიღო დედის როლი, განიცადეს დანაკლისის მწუხარება და უარი თქვეს სიკვდილის საბოლოო მიღებაზე, ბოლოს კი გაიხარეს პერსეფონეს დაბრუნებით და მისი დაპირებით, რომ სიკვდილი არ გახდება ჩვენი საბოლოო ბედი.

დემეტრას ამბავი გვიჩვენებს მთელი ცხოვრების ურთიერთკავშირს, ასე რომ იგი ისევე როგორც გაია ხდება ეკოლოგიის ქალღმერთი.როცა ეს კარტი ამოდის, ჩვენ კარგად უნდა დავფიქრდეთ საკუთარ კავშირებზე სხვა ცოცხალ არსებებთან და ჩვენს პასუხისმგებლობაზე ბუნების წინაშე.


ბერძნები დემეტრას მიიჩნევდნენ ასევე კანონის ქალღმერთად, შესაძლოა იმიტომ, რომ მან მისცა საჩუქარი სოფლის მეურნეობას და, შესაბამისად, ცივილიზაციის კანონებს.ტაროში ჩვენ დემეტრას შემდეგ გვხვდება იმპერატორი, რომელიც განასახირებეს ზუსტად ადმიანურ კანონებს.ჩვენ შეგვიძლია იმპერატრიცა აღვწეროთ, როგორც ცხოვრების წესების გამცემი და მმართველი, ეკოლოგიიდან დაწყებული დნმ-ით დამთავრებული.იმპერატრიცა ფართოა - ბუნების ენერგია, დედის ერთგულება, მაგრამ ასევე სექსუალობა, ვნების ძალა.თუ ვისკონტისა და მარსელის სურათებს დავაკვირდებით, დავინახავთ არწივის ფარს, ჰაპსბურგების და რომის საღვთო იმპერიის სიმბოლოს.როდესაც ჩვენ თანამედროვე ვერსიებზე გადავდივართ, ფარი ხდება ვენერასთვის ასტროლოგიური გლიფით გაფორმებული გული, რომელიც ახლა უპირველეს ყოვლისა ცნობილია, როგორც ქალის ბიოლოგიური ნიშანი.

მზისა და მთვარის შემდეგ ცაზე ყველაზე ნათელი ობიექტი, ვენერაა, რომელიც რბილი და ლამაზია (განსაკუთრებით მარსის გაბრაზებულ წითელ ფერთან შედარებით) და ამიტომ ძველები ვენერას სიყვარულის ქალღმერთთან აკავშირებდნენ, რომელსაც ბერძნები აფროდიტეს და გერმანელი ხალხი კი ფრეიას უწოდებდა.პარასკევი ფრეიას დღეა, რომელიც ეკუთვნის როგორც პლანეტას, ასევე ქალღმერთს და, ამრიგად, კარგი დღეა ვნების გამოხატვისთვის ან ვენერას გავლენის ქვეშ მყოფი ნებისმიერი მაგიისა თუ რიტუალის შესასრულებლად - და ტაროს მკითხაობისთვის სიყვარულზე.

ბერძნული ღვთაებებისგან განსხვავებით, აფროდიტე თავს არ არიდებს იმ ძალაუფლებას, რომელსაც ის მართავს (როგორც ჩანს, ზევსი განასახიერებს იდეას „გააკეთე, როგორც მე ვამბობ, არა როგორც მე ვაკეთებ“).აფროდიტეს შეუძლია ისეთივე მწვავედ შეიყვაროს, როგორც ნებისმიერ ღარიბ შეპყრობილ ადამიანს.იმპერატრიცა არ აკეთებს დისკრიმინაციას, თავს არ იკავებს და არ აინტერესებს ეს კარგი იდეაა თუ ცუდი. როდესაც ოთახში შედიხარ, ყველა შენ გიყურებს და იცი, რომ ვინც გინდა შენთან ერთად წამოვა, მაშინ შენ იმპერატრიცას გამოხატავ.მაგრამ იგი ისევე კარგად გიპყრობს, როგორც შენ ზიხარ ტელეფონთან და ელოდები პასუხს 5 ან 10 გაგზავნილ წერილზე, რომელიც შეყვარებულს დაუტოვე.და თანაბრად თქვენ მის სამეფოში ხართ, როდესაც თქვენს მძინარე შვილს უყურებთ და იცით, რომ მოკლავთ, რათა იგი უსაფრთხოდ იყოს.

იმის გამო, რომ იმპერატრიცა აღნიშნავს ასეთ ძლიერ ემოციებს, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ იგი ჩვენივე ემოციური ცხოვრების ენერგიის დასაწყებად.შეგიძლიათ შექმნათ რიტუალები სურათის გარშემო (შეასრულოთ პარასკევს ან როდესაც ვენერა ცაზე მკვეთრად გამოჩნდება), ან უფრო მარტივად შეგიძლიათ აიღოთ თქვენი საყვარელი იმპერატრიცის არკანი ნებისმიერი დასტიდან და დადოთ თქვენს კომოდზე, დააკვირდეთ მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში დღეები და ნახოთ თუ რას გააღვიძებს ის თქვენში.დაწერეთ თქვენი ვნებების, ემოციური ისტორიისა და ჭრილობების შესახებ, ან ნება მიეცით კარტს შთაგაგონოთ აფირმაცია.ისევე როგორც ემოციური გაგება, შეგიძლიათ მიმართოთ იმპერატრიცის მაცოცხლებელ ენერგიას ავადმყოფობისგან განკურნების მიზნით.

ძველ საბერძნეთში სამკურნალო ტაძრები ჩვეულებრივ აფროდიტეს სალოცავებს შეიცავს, რადგან სიყვარულის გარეშე არ არსებობს განკურნება - სიცოცხლის სიყვარული, სილამაზის სიყვარული, სიყვარული და მთლიანობის სურვილი.აფროდიტეს საპატივცემულოდ ან განსასახიერებლად, ატარებენ ოქროს ან სპილენძს, რადგან ორივე მისთვის წმინდა იყო ძველ სამყაროში (სპილენძი, ელექტროენერგიის მაღალი გამტარი, ასევე წმიდა იყო ჰერმესისთვის და ისიდასთვისაც, ამრიგად გააერთიანდა ჯადოქარი, ქურუმი ქალი და იმპერატრიცა; ხალხი კვიპროსზე, სადაც აფროდიტე პირველად გამოჩნდა ზღვიდან, იყენებდა სპილენძის სარკეებს მკითხაობისთვის).დემეტრასთვის ატარებდნენ მწვანე ფერს და ყვავლიებით ირთავდნენ თავს.ორივეს საპატივცემულოდ, წადით პიკნიკზე და შექმენით სიყვარული მინდვრებში!

ზოგჯერ იმპერატრიცა ძალიან სპეციფიურად განასახიერებს "დედას", ან თვითონ დედის გავლენას.იმ არკანებთან ერთად, რომლებიც აჩვენებს ბავშვებს (მაგალითად, "მზე"), ოჯახს ან ნაყოფიერებას, იმპერატრიცა შეიძლება ნიშნავდეს ორსულობას.იმის გამო, რომ იმპერატრიცა განასახიერებს სურვილს, იგი წონის, გარკვეულწილად, "შეყვარებულების" არკანს."შეყვარებულები" არის 6 და იმპერატრიცა 3, ასე რომ ჩვენ შეიძლება დავინახოთ, რომ "შეყვარებულები გაორმაგებული იმპერატრიცაა- ვნება ურთიერთობაში.მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ ვნება და სურვილი მხოლოდ ურთიერთობებში არსებობს, ისინი სინამდვილეში ჩვენს შიგნიდან მოდის.ჩვენ უნდა გვიყვარდეს ცხოვრება და განვიცადოთ სურვილი, სანამ ნამდვილად შეგვიყვარდება.თუ გადავხედავთ ისტორიულ მნიშვნელობებს, აღმოვაჩენთ კიდევ ერთ საინტერესო ევოლუციას.

იმპერატორი ქალის განმარტებანი:

De Mellet (1781):დედოფალი

Court de Gébelin (1773-82): დედოფალი

Lévi (1855): ებრაული ასო გიმელი, იმპერატრიცა, სიტყვა, ტრიადა, სისავსე, მშვენიერება, ბუნება, თაობა სამ სამყაროში.

Christian (1870): Arcanum III. ისიდა-ურანია: მოქმედება ღვთიურ სამყაროში, უზენაესი ძალა, რომელიც დაბალანსებულია მარადიულად აქტიური გონებით და აბსოლუტური სიბრძნით; ინტელექტუალურ სამყაროში, უზენაესი არსების უნივერსალური შთამომავლობა; ფიზიკურ სამყაროში, ბუნება შრომაში, მოქმედებების აღმოცენება, რომლებიც ნებიდან არის აღძრული.

Mathers (1888): იმპერატრიცა. მოქმედება, გეგმა, მოძრაობა საკითხში, ინიციატივა.

უკუღმა: უმოქმედობა, ძალაუფლების მოშორება, კონცენტრაციის არარსებობა, ცვალებადობა.

Golden Dawn (1888-96): ძლევამოსილების ქალიშვილი. იმპერატრიცა. სილამაზე, სიამოვნება, წარმატება, ფუფუნება; ზოგჯერ გაფანტვა, მაგრამ მხოლოდ ძალიან ცუდ არკანებთან.

Grand Orient (Waite, 1889, 1909): იმპერატრიცა. მოქმედების სფერო; ძალაუფლების, წესისა და ავტორიტეტის ქალური მხარე; ქალის გავლენა; ფიზიკური სილამაზე; ქალის მეფობა; ასევე ცხოვრების სიხარული

Waite (1910): იმპერატრიცა. ნაყოფიერება, მოქმედება, ინიციატივა.

უკუღმა: სინათლე, სიმართლე, დამალული საკითხების ამოხსნა, საზოგადოებრივი სიხარული; სხვა, ცვალებადობა.

რაიდერის სურათის მიხედვით, იმპერატრიცას გვირგვინზე გამოსახული 12ვარსკვლავი განასახიერებს ზოდიაქოს ნიშნებს.ვეიტი თავის იმპერატრიცას თავში ამბობს: "იგი არ არის regina coeli-ი, თუმცა ის დასძენს, რომ ”ის კვლავ refugium peccatorum-ია, ათასობით ნაყოფიერების დედაა”.ლევისთან აღმოვაჩენთ ბუნებისა და ნაყოფიერების იდეას, რომელსაც ვაიტი ხაზს უსვამს თავის უფრო ხანგრძლივ ტექსტში - ”ის ყველაფერზე მაღლა დგას, ის უნივერსალური ნაყოფიერებაა."პოლ კრისტიანი ლევის "თაობას" სამ დონეზე ჰყოფს, მაგრამ ყველა მათგანი მოიცავს ძალას და შესაძლებლობას, რომ ყველაფერი მოხდეს ან გაცოცხლდეს.Mathers-ს ხაზს უსვამს მოქმედების იდეას უფრო ჩვეულებრივი გზებით, მათ შორის გეგმების იდეით, თვისება, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს იმპერატრიცის სულისკვეთებას, რადგან დღეს მას ვიცნობთ, როგორც სპონტანურს და ემოციურს.The Golden Dawn-ს მოქმედებასთან და კეთილშობილებასთან ერთად შემოაქვს სილამაზე, სიამოვნება და ფუფუნება.ამრიგად, იმპერატრიცა ხდება სენსუალურობის მოდელი, ერთ – ერთი გზა, რასაც ჩვენ კვლავ ვფიქრობთ მასზე.გაითვალისწინეთ, რომ Golden Dawn-ი "გაფანტვას" მატებს ამ კარტის განმარტებას, მაგრამ აღიარებს ამას, როგორც დამახინჯებას და ამატებს ”მხოლოდ ძალიან ცუდ არკანებთან”.როგორც Grand Orient-ი, ვაიტი წარმოაჩენს ქალურობის "გავლენას" და ძალას, მაგრამ ის ასევე უბრუნდება დედოფლის თავდაპირველ იდეას მისი ფრაზით: "ძალაუფლების, მმართველობისა და ავტორიტეტის ქალური მხარე".ის იღებს Golden Dawn-ის ფუფუნების იდეას, ან შესაძლოა ამარტივებს მას, "სიცოცხლის სიხარულით".ის ასევე მოიცავს "ბოროტების მხრიდან გადაზედმეტებას", დამატების გარეშე "მხოლოდ ძალიან ბოროტარკანებთან".საკუთარი სახელით წერისას, ვაიტი, როგორც ჩანს, კვლავ დაუბრუნდა "მოქმედების" და "ნაყოფიერებას" იდეას.

imageჩემის მხრივ ვიტყოდი, რომ მკითხაობისას იმპერატრიცა, უპირველეს ყოვლისა, ვნებას განასახიერებს.როგორც დემეტრა ან აფროდიტე, ის გვიჩვენებს ცხოვრებით ტკბობას მთელი თავისი სიბინძურეებით და საშინელებებით, როგორც მთელი თავისი სილამაზით.იგი არ უარყოფს ცხოვრების ტკივილს, მაგრამ გვახსენებს, რომ შეგვიძლია სამყარო სრულად და უპირობოდ გვიყვარდეს.იმპერატრიცას წაკითხვისას შეიძლება აღნიშნავდეს დედობას, განსაკუთრებით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არკანებთან, სადაც ნაჩვენებია ბავშვები ან ოჯახი.მან შეიძლება სიმბოლურად გამოსახოს დედების სრული თავდადება, დემეტრას სურვილი შეაჩეროს მთელი მსოფლიო შვილის გადასარჩენად.იმპერატრიცას შეუძლია მიუთითოს სიყვარული და სურვილი, არა აუცილებლად კონკრეტული ადამიანისთვის, არამედ უბრალოდ თავად სიყვარულის ძალა.შესაბამისად, იგი ხშირად მოქმედებს იმპულსზე.იგი თავს გამოხატავს ძლიერად, ზოგჯერ აშინებს სხვებს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ვერ ამჩნევენ მის ვნებას. გარდა ასეთი ადამიანისა, იმპერატრიცას შეუძლია მიუთითოს ბუნების სიკაშკაშე და სილამაზე, მდიდარი გარემო ან სენსუალური ცხოვრების სიამოვნება. წარმოიდგინეთ სამ -განზომილებიანი იმპერატრიცის არკანი გამოქანდაკებული შოკოლადში, ოქროს ფოთლით და ყვავილებით გარშემორტყმული.

უკუღმა, იმპერატრიცა უფრო ფრთხილი ან, შესაძლოა, უფრო რაციონალური ხდება. გარკვეული გაგებით, ის ემსგავსება ქურუმ ქალს, უფრო მეტად დამოკიდებულია ინტელექტზე, ვიდრე გრძნობაზე. ის ხდება ნაკლებად მოსიყვარულე, ნაკლებად სენსუალური. ზოგჯერ ეს შეიძლება ნიშნავდეს რეპრესიებს, მაგრამ უფრო ხშირად ის ამბობს, რომ ცხოვრება ჩვენგან განსხვავებულ თვისებებს ითხოვს ახლა. თუ კითხვა მოიცავს ორსულობის კითხვებს, ამოტრიალებული იმპერატრიცა გვთავაზობს ნაყოფიერების პრობლემებს ან უბრალოდ ახლა ამის დრო არ არის. ეს ასევე შეიძლება მიუთითებდეს დედის როლის შემსრულებლის სირთულეებზე.

იმპერატორი ქალის წაკითხვა

1.რა არის ჩემი ვნება?

2.როგორ გამოვხატავ მე მათ?

3.როგორ გამოვხატო ის უფრო სრულად?

4.რა მბლოკავს მე?

5.რა მანთავისუფლებს მე?

6.რაზე ვზრუნავ?

7.რას ითხოვს ჩემგან?

8.რას მაძლევს ის მე?

9.როგორ გავაერთიანო ჩემი ვნება და მზრუნველობა?


0
78
3-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0