x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
7 ანიმე სერიალი, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს. ნაწილი 1

1) ONE PUNCH MAN 2015 -

image

სერიალი მოგვითხრობს გმირ საიტამას ისტორიას, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერ მტერს ერთი დარტყმით ამარცხებს. თანდათან, მას ყველა ემოცია უქრება და მის მთავარ მიზანს, შესაფერისი კონკურენტის ძებნა ხდება. კონკურენტის, რომელიც ბრძოლის ჟინს გაუღვივებს.




2) DRIFTERS 2016 -

image

მეომრები სხვადასხვა ისტორიული პერიოდიდან, ერთად აღმოჩნდებიან უცხო სამყაროში და მალევე ჩართულები აღმოჩნდებიან იქ მიმდინარე ომში. ისინი მედგრად ხვდებიან დაბრკოლებებს და აკეთებენ იმას, რაც ყველაზე უკეთესად გამოსდით - იბრძვიან.




3) HELLSING ULTIMATE 2006 - 2012

Hellsing Ultimate – Anime Review | Nefarious Reviews

ყველაზე მძლავრმა ვამპირმა ალუკარდმა, ვან ჰელსინგთან, ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, მის გვარს ერთგულება აღუთქვა. მას შემდეგ 1000 წელი გავიდა და ალუკარდი და ფეირბრუკ ვინგეტს ჰელსინგი, ერთად ებრძვიან ზებუნებრივ ძალებს.




4) 91 DAYS 2016 -

image

1928 წლის ამერიკა, ილინოისის შტატი, სადაც იტალიელი მაფიოზების, ვანეტების ოჯახის ლიქიორის ქარხანა, შავ ბაზარს აკონტროლებს. ანჯელო ლაგუსა მათ წინააღმდეგ შურისძიებას, მოკლული ოჯახის გამო გეგმავს. შეძლებს იგი მიზნის მიღწევას თუ ვერა?



5) ELFEN LIED 2004


HD wallpaper: Lucy (Elfen Lied),  red,  anime girls,  Diclonius | Wallpaper  Flare

უნივერსიტეტის სტუდენტები, კოუტა და იუკა იპოვნიან გოგოს სახელად ლუსის, რომელიც სინამდვილეში ექსპერიმენტული დაწესებულებიდან გაქცეული მკვლელი მუტანტია. ემოციურად საკმაოდ მძიმე სიუჟეტი, მისი დაჭერისა და უკან დაბრუნების ირგვლივ ვითარდება.



6) GTO 1999 - 2000

image

GTO - Great Teacher Onizuka, არის ერთი შეხედვით საკმაოდ კომიკური, თუმცა მეორეს მხრივ საკმაოდ დამაფიქრებელი სერიალი. მთავარი გმირი, ბანდის ყოფილი წევრი, 22 წლის მასწავლებელი ონიზუკაა, რომელიც სკოლაში თავისი არატრადიციული სწავლის მეთოდებით გამოირჩევა.




7) AKAME GA KILL! 2014

Akame ga Kill! | Netflix

ბიჭი, სახელად ტაცუმი, სოფლიდან დედაქალაქში სახელის მოსახვეჭად მიემართება. ყველაფერი მაშინ შეიცვლება, როდესაც მკვლელების რაზმს - ღამის რეიდს წააწყდება. მისი წარმოდგენა დედაქალაქში ცხოვრებაზე რადიკალურად შეიცვლება და მისი თავგადასავალიც იწყება.

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსურდი
აბსურდი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0