x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხომ არ გინახავთ ოდესმე - ისინი დამნაშავეები არიან და იძებნებიან
ყველას დაავიწყდა ბადრი ესებუა და მოპარული მილიონებიც, როდის დააკავებენ, ან საერთოდ თუ ეძებენ?

მაშინ როცა შსს-მ ჩაკეტილი საზღვრების პირობებში ვერ დააკავა ბანკის მძარცველი და დღემდე თავისუფალია, როგორ მოხდება ამ 22 დამნაშავის პოვნა??....




აბაშიძე,  ლავასოღლი,  სირაძე



მ ო კ ლ ე დ ...



დღეის მდგომარეობით ინტერპოლის წითელი ცირკულარით მთელი მსოფლიოს მასშტაბით 7430 კრიმინალზეა ძებნა გამოცხადებული.


აქედან, 22 დამნაშავეს საქართველო ეძებს, მათ შორის 2 ქალს.

ეს მხოლოდ საქართველო, თორემ ეროვნებით ქართველს კიდევ რუსეთი საფრანგეთი და აზერბაიჯანიც ეძებს რუსეთს აქვს გამოცხადებული 23 დამნაშავეზე ძებნა, საფრანგეთს 2-ზე, აზერბაიჯანსაც 2-ზე, ჯამში კი ინტერპოლით სულ 49 ეროვნებით ქართველი დამნაშავე იძებნება მსოფლიოში.

დანაშაულებების კატეგორიებია მკვლელობა, ქურდობა, ყაჩაღობა, გამოძალვა, ქურდულ სამყაროს წევრობა, ტრეფიკინგი, სექსუალური ძალადობა, თაღლითობა და სხვა.


წარმოგიდგენთ საქართველოს მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ 22 კრიმინალს.

დავიწყოთ ქალებით:





1. ირმა ქაფიანიძე


ბრალეულობა: თაღლითობა



ირმა ქაფიანიძე - ინტერპოლი






2. ლილა უსეინი


ბრალეულობა: ტრეფიკინგი, ტრეფიკინგი არასრულწლოვნებით, საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ყალბი დოკუმენტების დამზადება და გამოყენება



ლილა უსეინი - ინტერპოლი








3. აჭარის ყოფილი პირველი პირი ასლან აბაშიძე


ასლან აბაშიძე - ინტერპოლი




4. მინდია გორაძე (ზედმეტსახელად ლავასოღლი)


ბრალეულობა: ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ჯგუფური გამოძალვის ორგანიზება; ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა



მინდია გორაძე (ზედმეტსახელად ლავასოღლი)






5. ალექსანდრე ხუროშვილი


ბრალეულობა: გაზის ობიექტის მშენებლობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა



ალექსანდრე ხუროშვილი - ინტერპოლი







6. ბაქარ ბოლოთაშვილი


ბრალეულობა: ქონების მითვისება, გაფლანგვა



ბაქარ ბოლოთაშვილი - ინტერპოლი







7. ნიკიფორე კუტალაძე


ბრალეულობა: გატაცება, მკვლელობა



ნიკიფორე კუტალაძე - ინტერპოლი







8. ვაჟა კიკაძე


ბრალეულობა: გატაცება, მკვლელობაში თანამონაწილეობა



ვაჟა კიკაძე - ინტერპოლი







9. დავით ბერეჟიანი


ბრალეულობა: გატაცება, მკვლელობა



დავით ბერეჟიანი - ინტერპოლი







10. დავით რუსია


ბრალეულობა: გატაცება, მკვლელობა



დავით რუსია - ინტერპოლი








11. დავით გურციევი


ბრალეულობა: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, წამებაში მონაწილეობა



დავით გურციევი - ინტერპოლი








12. ზაზა მაჩაბელი


ბრალეულობა: გატაცება



ზაზა მაჩაბელი - ინტერპოლი








13. კაკო ტუღუში


ბრალეულობა: ე.წ. კანონიერი ქურდი; ქურდობა, ყაჩაღობა



კაკო ტუღუში - ინტერპოლი









14. გია სირაძე

ბრალეულობა: 1) სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება; 2) დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი იარაღის უკანონო შენახვა საკუთრების მითვისების მიზნით; 3) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება; 4) ძარცვა;


გია სირაძე არის სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც 2005 წელს დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე 2016 წელს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.


2014 წელს ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს, ამ საქმეში მონაწილე მაღალჩინოსნებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს და სოდ-ის ხელმძღვანელ ერეკლე კოდუას.



გია სირაძე - ინტერპოლი








15. ვახტანგ გვრიტიშვილი


ბრალეულობა: მკვლელობა, ყაჩაღობა



ვახტანგ გვრიტიშვილი - ინტერპოლი







16. კობა რჩეულიშვილი


ბრალეულობა: მკვლელობა, ყაჩაღობა



კობა რჩეულიშვილი - ინტერპოლი









17. მალხაზ მეფისაშვილი


ბრალეულობა: 1) საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა; 2) თავისუფლების უკანონო აღკვეთა; 3) ძარცვა; 4) მკვლელობის მცდელობა



მალხაზ მეფისაშვილი - ინტერპოლი








18. ქოროღლი გადჟაევი


ბრალეულობა: გაუპატიურება, სექსუალური ძალადობა



ქოროღლი გადჟაევი - ინტერპოლი








19. მამუკა ძაძამია


ბრალეულობა: მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება



მამუკა ძაძამია - ინტერპოლი









20. ივანე სეფაშვილი


ბრალეულობა: განზრახ მკვლელობა


ივანე სეფაშვილი - ინტერპოლი








21. ირაკლი ბაქრაძე


ბრალეულობა: თავდასხმა, ყაჩაღობა, სხეულის დაზიანება



ირაკლი ბაქრაძე - ინტერპოლი







22. დავით გრძელიძე


ბრალეულობა: მკვლელობა



დავით გრძელიძე - ინტერპოლი









5
1908
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
1908
  
2020, 6 დეკემბერი, 17:23
ინტრიგანი არ გეგონოთ ნინო, სტატიაც მოვიწონე. არაა ბადრი ბანკის მძარცველი და ამას დრო დაამტკიცებს.
სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე, შსს-შეყვანილია შეცდომაში ყოფილი მძევალის კვარაცხელიას მიერ, რის გამოც იმედია სამართლებრივად აგებს პასუხს.
ესებუას კარგად ვიცნობ, არ ყოფილა ჩემი ჯარისკაცი, მაგრამ პირადად ვიცნობ და ვერანაირ მსგავსებას ბანკის მძარცველთან ვერ ვხედავ.
სამწუხაროდ აქ მეტს ვერ დავწერ გამოძიებისათვის ხელის შეშლად ჩამეთვლება.
ხვიბლიანებსაც ახლოს ვიცნობ, გამოძიებას მათთან არანაირი პრეტენზია არა აქვს, ერთერთმა გვარამია-კილაძის ტანდემს უჩივლა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
2020, 6 დეკემბერი, 17:16
მთავარი არხი კი არა უწყებაა მნიშვნელოვანი, ის რას აკეთებს, შსს- მაც იგივე არ განაცხადა? ეტყობა თქვენ მეტი ინფორმაცია გაქვთ, იცნობთ ბადრი ესებუას?
2020, 6 დეკემბერი, 14:58
ეს თქვენი სტატიიდანაა: ყველას დაავიწყდა ბადრი ესებუა და მოპარული მილიონებიც, როდის დააკავებენ, ან საერთოდ თუ ეძებენ?

მაშინ როცა შსს-მ ჩაკეტილი საზღვრების პირობებში ვერ დააკავა ბანკის მძარცველი და დღემდე თავისუფალია, როგორ მოხდება ამ 22 დამნაშავის პოვნა??
ბადრი ესებუა არაა ის მძარცველი, ისევე, როგორც ვიცე-პოლკოვნიკ ხვიბლიანს და ჯარისკაცს ხვიბლიანს არა აქვთ არანაირი კავშირი ამ ძარცვასთან.
დამნაშავე დასაჭერია ეს აქსიომაა, მაგრამ ტვ "მთავარის" მიერ გაჟღერებული დეზინფორმაციის გამო მათ სამართლებრივად უნდა მოეკითხოთ!!!
2020, 6 დეკემბერი, 14:47
მეხუმრები ხო? აქ სადმე წერია ესებუას დამტკიცებული რომ აქვს დანაშაული?

სხვა რამეზე მაქვს აქცენტი, იმაზე რომ დამნაშავე ვერ დაიჭირეს.

შეიძლება არაა ესებუა, შეიძლება სხვა ვინმეა, თუმცა ვინც არ უნდა იყოს ის, ცალსახად დამნაშავეა, ამას მე არ ვიგონებ, მთელი ქვეყანა ლაივში ვუყურებდით. სასამართლოს განაჩენი ფორმალობა იქნება მხოლოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
2020, 6 დეკემბერი, 12:23
პატივცემულო ნინო, ესებუა ეჭვმიტანილია და არა ბრალდებული. სანამ პროკურატურა არ დაამტკიცებს მის ბრალეულობას და მოსამართლე არ გამოიტანს განაჩენს, ის რჩება ეჭვიტანილად.
დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმცია.
0 1 5