x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
საინტერესო ფაქტები მერლინ მონროზე, რომელთა შესახებაც, შესაძლოა, აქამდე არც გსმენიათ

image

ნორმა ჯინ მორტერსონი, კინო ვარსკვლავი, ჰოლივუდის სექსიმბოლო და სახე

დაიბადა 1926 წლის 1 ივნისს. კარიერა დაიწყო მოდელობითა და პორნო საქმიანობით, მოგვიანებით 1946 წელს ძალები მოსინჯა კინოშიც. მისი, როგორც "გულუბრყვილო ქერა ლამაზმანის" სახე გამოიყენეს თითქმის ყველა ფილმში, რომელშიც კი მონაწილეობა მიიღო 1962 წლამდე, ანუ ბარბიტურატების გადაჭარბებული დოზის გამო ნაადრევ სიკვდილამდე. რეალურად კი მერლინ მონრო იყო საოცრად ჭკვიანი, მისი აიქიუს მაჩვენებელი იყო 168 და მსახიობი ვერ იტანდა "სულელი ქერას" სახეს, რასაც მას ხელოვნურად მიაწერდნენ ჰოლივუდის პროდიუსერები. მერლინ მონრო არ აღიქმებოდა ნიჭიერ მსახიობად, ან მომღერლად და უხდიდნენ ძალიან მცირე საფასურს, ჰონორარს იმ კოლეგებთან შედარებით, რომლებიც, ჰოლივუდის სექსიმბოლოსაგან განსხვავებით, დავიწყებას მიეცნენ.

მაშ, ასე, წარმოგიდგენთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილ, ან თქვენთვის აქამდე უცნობ ფაქტებს მერლინ მონროს შესახებ:

1. მას არ ჰქონია ბედნიერი, იღბლიანი ბავშვობა. მერლინის დედა, გლედისი მოხვდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, ხოლო პატარა ნორმა ჯინი ცხოვრობდა უპატრონო ბაშვთა თავშესაფარში.

2. მერლინ მონრომ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია. აუქციონზე 25 600 დოლარად გაიყიდა სამედიცინო ჩანაწერები, რომლის თანახმადაც, ჰოლივუდის ვარსკვლავს გაუკეთებია ნიკაპისა და ცხვირის (რინოპლასტიკა) პლასტიკური ოპერაცია.

3.მერლინ მონრო რთულად იმახსოვრებდა ტექსტებს როლისათვის.

4.მერლინ მონროს მოსწონდა თავისზე უფროსი ინტელექტუალი მამაკაცები.

5.არ უყვარდა ბრილიანტები.

7. ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა.

8.დქორწინებული იყო თავისზე 11 წლით უფროს დრამატურგზე, არტურ მილერზე 4 წლის განმავლობაში. დაქორწინების მერე მონრომ შემთხვევით წაიკითხა ქმრის ჩანაწერი, რომელშიც მილერი ცოლს ინფანტილიზმში, გონებაგაფანტულობაში ადანაშაულებდა: "ის იქცევა, როგორც პატარა ბავშვი და მე ვერ ვიტან მას ამის გამო". ეს სიტყვები აღმოჩნდა ნამდვილი შოკი მერლინისათვის და დასრულდა განქორწინებით.

9.მას ჰქონდა პრობლემა სახეზე ჭარბთმიანობის.

10.იყო ჭირვეული და ბუტია, ეს თვისება მთელი ცხოვრება გაჰყვა.

11.იტანჯებოდა ენდომეტრიოზისაგან (საშვილოსნოს დაავადება, კვანძოვანი წარმონაქმნები), რის გამოც რამდენჯერმე მოეშალა ნაყოფი და შვილი ვერ გააჩინა. უშვილობას ისე განიცდიდა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები კიდევ უფრო გაუმძაფრდა.

12.მერლინ მონროს კაბები მილიონები ღირს.

13.შიშველი ფოტოსესიისათვის მხოლოდ 50 დოლარი მიიღო.

14.მონრო და ჯო ჯიმაჯიო დაქორწინებული იყვნენ მხოლოდ 8 თვის განმავლობაში.

15.მერლინ მონრო ხშირად იცვლიდა რელიგიურ კუთვნილებას: იყო ქრისტიანი, მოგვიანებით დაინტერესდა ალტერნატიული სპირიტუალიზმით, იუდაიზმზეც კი გადავიდა 1956 წელს, მილერთან ქორწინების გამო.

16. საიდუმლოებით მოცული სიკვდილი - მერლინ მონროს გარდაცვალება ბურუსითაა მოცული. ერთნი ამტკიცებენ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, მეორე ვერსიით, მან ვერ გამოთვალა, ვერ დააბალანსა რაოდენობა ბარბიტურატებისა, რომელთაც შამპანიურთან ერთად იღებდა. კიდევ ერთი ვერსია უკავშირდება მერლინ მონროს სასიყვარულო ურთიერთობას ძმებ კენედებთან, ფიქრობენ, რომ მსახიობმა ბევრი რამ იცოდა პოლიტიკოსთა ოჯახზე და იგი მოიშორეს, როგორც საშიში მოწმე.

0
223
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0