x
image
ლანა92
დონალდ ტრამპი - 20 საინტერესო ფაქტი მილიარდერი პოლიტიკოსის შესახებ

image




ადამიანების უმრავლესობა დონალდ ტრამპს იცნობს როგორც მხოლოდ მილიარდერს, რომელმაც საკუთარი ხარჯებით დააფინანსა თავისი პოლიტიკური კამპანია. მისი ცხოვრება არის გაცილებით მეტად საინტერესო.

დონალდ ტრამპის შესახებ საინტერესო ფაქტების ჩამონათვალი ასეთია:

1.დაიბადა 1946 წლის 14 ივნისს.ის იყო მეოთხე ბავშვი 5 დედმამიშვილს შორის. მამა იყო ფრედ ტრამპი, ხოლო დედას ერქვა მერი ენ მაკლეოდი. ბაბუა მამის მხრიდან ემიგრაციაში წასულა ევროპიდან აშშ-ში 1885 წელს და გამდიდრებულა, იგი მართავდა რესტორნებსა და პანსიონატებს ოქროს ციებ-ცხელების დროს. დონალდ ტრამპის დედა იყო შოტლანდიელი იმიგრანტი, რომელიც ნიუ-იორკში მოვიდა 1930 წელს.

2.ტრამპის ოჯახი ფლობდა დიდძალ უძრავ ქონებას.

Trump & Son იყო უძრავი ქონების ბიზნესი, რომელსაც ფლობდა დონალდის მამა, ფრედი.

3.როცა დონალდ ტრამპი იყო 13 წლის, მშობლებმა გაგზავნეს სასწავლებლად სამხედრო აკადემიაში.

4.ტრამპი სწავლობდა ფორდჰემის უნივერსიტეტში, ბრონქსში, სადაც 2 წელი გაატარა.

5.სათავეში ჩაუდგა საოჯახო ბიზნესს.

6.დონალდ ტრამპის ინიციატივით გაიმართა ფართომასშტაბიანი მშენებლობები. მან ინვესტიცია ჩადო მანჰეტენში და ააშენა თავისი ცნობილი ორგანიზაცია, "ტრამპის კოშკი". ესაა 58-სართულიანი ცათამბჯენი, რომელიც გადმოჰყურებს ცენტრალურ პარკს.

7.მისი ავტობიოგრაფია.

ტრამპის ავტობიოგრაფია ესაა მემუარებისა და ბიზნეს რჩევების ნაზავი.

8.პირველი ცოლი - 1977 წელს დონალდ ტრამპი დაქორწინდა ჩეხ მოდელ ივანაზე. მისგან ეყოლა 3 შვილი: დონალდ ჯუნიორი, ერიკი და ივანკა.სამივე შვილი დღეს მუშაობს თეთრ სახლში.

9.ტრამპი პირველ ცოლს, ივანას დაშორდა 1992 წელს, როცა პოლიტიკოსმა რომანი სხვა ქალთან, მსახიობ მარლა მეიპლზთან გააბა. მოგვიანებით მეორედ დაქორწინდა მარლა მეიპლზე.

10.ტრამპის ორგანიზაციამ გადაიტანა გაკოტრებათა სერია - გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოსათვის ტრამპმა დაკარგა მილიარდერის სტატუსი და სესხის აღებამაც კი მოუწია საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად.

11.ჰიტ შოუ "შეგირდი" - 2003 წელს ტრამპმა მოაწერა ხელი ენბისი სტუდიოსთან ხელშეკრულებას რეალითი შოუს შექმნისა და განხორციელების შესახებ, რომლის ძალითაც, ადამიანებს შეეძლოთ, ებრძოლათ ტრამპის ორგანიზაციაში ერთწლიანი კონტრაქტის მიღების შესაძლებლობისათვის.

12.1996 წლიდან 2015 წლამდე ტრამპი ფლობდა მის სამყაროს კონკურსის გადაცემის ექსკლუზიურ უფლებას.

13.ტრამპი 2001 წელს დარეგისტრირდა, როგორც დემოკრატი. პოპულისტურ პარტიასთან " რეფორმა" განხეთქილების შემდგომ ტრამპი ოფიციალურად გახდა დემოკრატი.

14.მესამე ქორწინება - ტრამპი მესამედ დაქორწინდა სლოვენიელ მოდელზე, მელანია კნაუსზე. მათ ერთმანეთი გაიცნეს 1998 წელს, როცა ის ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო მარლა მეიპლზე. მესამე ცოლისაგან ჰყავს ვაჟი, ბარონი.

15. დონალდ ტრამპმა პოლიტიკური პოპულარობა მოიპოვა იმის მერე, რაც ბარაკ ობამა გააკრიტიკა.

16. დონალდ ტრამპი გამოვიდა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ.

17.ცნობილია, რომ პოლიტიკის კარიერამდე დონალდ ტრამპის კომპანია დიდი ოდენობით ქირაობდა არალეგალ იმიგრანტებს. ამიტომაც ფიქრობენ, რომ არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ გამოსვლა დონალდ ტრამპის პოლიტიკური ხრიკი იყო და ორიენტირებული იყო მხარდამჭერების მოზიდვაზე.

18.დონალდ ტრამპს მხარი დაუჭირა და ზურგი გაუმაგრა უბრალო ხალხმა.

19. დონალდ ტრამპი თავისი პოლიტიკური კამპანიისას იყენებდა ციტატებს ბიბლიიდან.

20. ტრამპი გახდა ყველაზე მდიდარი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში.

1
69
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
69
  
2020, 6 დეკემბერი, 0:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1