საზოგადოება მამაჩემმა სმა დაიწყო ნერვიულობისგან,ყოველ დილით მინდორში ვხედავდი, რადგან მწყემსი იყო 2020, 5 დეკემბერი, 19:35 მამაჩემმა სმა დაიწყო ნერვიულობისგან, ყოველ დილით მინდორში ვხედავდი, რადგან მწყემსი იყო![]() გავთხოვდი 16წლის ასაკში და 19წლის უკვე დედა ვიყავი. ჩვენი ბინის უკან აღარ იდგა არანაირი სახლი და იყო საძოვრები.
ყოველ დილით მამაჩემს, სადღაც შორს მინდორში ვხედავდი რადგან მწყემსი იყო.მამამ ნერვიულობისგან სმა დაიწყო და ღვიძლი დაეშალა.ჯართს ვაგროვებდი და ბოთლებს ვაბარებდი. ამ პერიოდში მთელი ფეხსაცმელი არავის არქონდა.კაბა არასდროს არ მეცვა, დედაჩემის მეგობარი თავისი ბიჭის ტანსაცმელს მიგზავნიდა. 13 წლის ასაკში მე და ჩემი მეგობარი 11 წლით უფროსმა ბიჭმა მოგვიტაცა. ხელი ისე ქონდათ პირზე აფარებული, ლამის ხელებში ჩავაკვდი და ამის მერე დამეწყო კლაოსტროფობია.ცოლის მოყვანა აღნიშნეს, დათვრნენ და დაიძინეს. დილის 4საათზე გამოვიპარე ოთახიდან, გადმოვძვერი ღობეზე და წამოვედი ტყიდან.
522 3-ს მოსწონს
|