x
მეტი
  • 20.01.2021
  • სტატია:107041
  • ვიდეო:350355
  • სურათი:474412
სადღესასწაულო ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ ახლავე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დროა საშობაო სეზონი გახსნილად გამოვაცხადოთ და წარმოგიდგინოთ ფილმის რეკომენდაციები თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. მოიწყვეთ მშვიდი უქმეები ცხელი შოკოლადით ხელში და შეიქმენით საშობაო განწყობა მომდევნო კლასიკური ფილმებით.

თხის რქა - საშობაო არდადეგები

ფილმი მოგვითხრობს ერთგულ ოჯახის კაცზე, კლარკ გრისვალდზე და მის წარუმატებელ მცდელობებზე მოაწყოს ძველმოდური ოჯახის შობა. თხის რქებო, თქვენ მშრომელი ხალხი ხართ ისევე, როგორც კლარკ გრისვალდი და ხშირად გრძნობთ, რომ თქვენს ძალისხმევას არ აფასებენ. ეს ფილმი შეგახსენებთ ამას, დაისვენეთ და მიიღეთ ყველაფერი ერთ დღეში.

მერწყული - სასწაული 34-ე ქუჩაზე

მერწყულები ჭკვიანი და რაციონალურები არიან, ისევე როგორც სიუზან უოკერი, ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც არ სჯერა, რომ დედის მიერ დაქირავებული უნივერსალური სანტა ნამდვილი კრის კრინგლია. ეს ფილმი შეგახსენებთ ყველა იმ დროს, როცა გიცდიათ ყალბი წვერის მოშორება ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში მდგომი სანტასგან. იგი გაგაოცებთ და მოხიბლავთ.

თევზები - ცხოვრება მშვენიერია

თევზებო, ვგრძნობ, რომ თქვენ უკვე დიდი ხანია გჭირდებათ ხანგრძლივი ტირილი - და ეს შესანიშნავი ფილმია ამისთვის. ჯორჯ ბეილის თავგანწირული სული, საოცარი სიყვარულის ისტორია და დამაკმაყოფილებელი დასასრული აღადგენს თქვენს რწმენას კაცობრიობის სიკეთისადმი.

ვერძი - ელფი

თუ ვინმეს აქვს სურვილი დატოვოს ჩრდილოეთ პოლუსი და თან დიდი ვაშლი წაიღოს, ეს თქვენ ხართ, ვერძებო. გაგეცინებათ ბადი ელფის ყურებისას, რომელიც თვალს ადევნებს საშობაო მხიარულებას მთელს ნიუ-იორკში და გაგაძლიერებთ მისი თავდაჯერებულობა.

კურო - კოშმარი შობის წინა დღეს

კუროებო, ვერ ვიტყოდი, რომ ეს თქვენი საყვარელი სადღესასწაულო ფილმია, მაგრამ თქვენ არ მოგწონთ ადამიანები, რომლებიც ზედმეტად შედიან საშობაო განწყობაში. თქვენ საკმარისად ჯიუტი ხართ იმისთვის, რომ ყველას აყურებინოთ ეს ფანტასტიკური ანიმაციური კლასიკა თქვენთან ერთად.

ტყუპები - მარტო სახლში

გულის სიღრმეში ვიცი, რომ კევინ მაკალისტერი ტყუპია. თქვენ ოდნავ ბოროტი გენიოსები ხართ, ვისაც მუდმივად აქვთ რამდენიმე ხრიკი მზად. მიუხედავად იმისა, რომ ძალაინ გიყვართ მარტო ყოფნა, თქვენს ოჯახთან ერთად ნაძვის ხის მორთვაზე მეტად არაფერი გსიამოვნებთ.

კირჩხიბი - რაინდი შობამდე

image
კირჩხიბებო, თქვენ ცდილობთ თქვენი ურწმუნოება შეაჩეროთ სიყვარულის სახელით. Netflix-ის ეს მშვენიერი ფილმი სავსეა დიალოგებით, რომლებსაც არ მიაქცევთ ყურადღებას, რადგან თქვენი მთელი გონება გადართული იქნება ვანესა ჰადგენსსა და მოგზაურ რაინდს შორის არსებულ გულის გამათბობელ ქიმიაზე.

ლომი - რეალური სიყვარული

ალბათ ამას არასოდეს აღიარებთ, მაგრამ ლომები ამ ფილმს ივლისის შუა რიცხვებშიც კი უყურებდით. თქვენ გიყვართ ლამაზი ადამიანების სიყვარულის ისტორიები და მშვენიერი სიუჟეტები არასდროს გბეზრდებათ. თუმცა, თუ გკითხავენ, ალბათ იტყვით, რომ თქვენი საყვარელი საშობაო ფილმი კერკეტი კაკალია.

ქალწული - საშობაო საჩუქარი

ჰოვარდის მსგავსად, გადატვირთული მამის (რომელსაც კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი ასრულებს), თქვენც დედამიწის კიდეებამდე მიდიხართ, რომ ბედნიერი ხალხი გაართოთ. ამ ფილმის ყურება შეგახსენებთ, რომ ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც შეგიძლიათ ახლობლებს გაუკეთოთ წელს, თქვენი მათ გვერდით ყოფნაა.

სასწორი - საშობაო ისტორია

მე და ჩემმა მეგობარმა, ლიბრანსმა, უკვე დავასრულეთ საშობაო სურვილების სიის წერა და 1 ოქტომბრიდან "შემთხვევით" ვუგზავნით ბმულებს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. რალფისა და მისი სამარცხვინო წითელი იარაღის მსგავსად, თქვენც ზუსტად იცით რა გსურთ და არ გეშინიათ ამის თხოვნა განმეორებით. ეს ფილმი გაგაცინებთ და სიმპათიით განგაწყობთ რალფისა და მისი ყველაზე დასამახსოვრებელი შობის მიმართ.

მორიელი - ახალი საშობაო ზღაპარი

მორიელები ზუსტად იგივდებიან ფრენკ კროსთან, ერთერთი ტელეკომპანიის ცივი გულის მქონე აღმასრულებელ დირექტორთან, რომელიც ცდილობს შექმნას ამბიციური საშობაო გადაცემა. ფილმი იქცევა ქაოსად მას შემდეგ, რაც ფრენკს ეწვევა მისი ძველი უფროსის მოჩვენება და აფრთხილებს, რომ სამი მოჩვენება ასწავლის მას შობის მნიშვნელობას. ეს ფილმი შთაგაგონებთ, აქციოთ სამყარო უკეთეს ადგილად.

მშვილდოსანი - პოლარული ექსპრესი

მშვილდოსნებო, თქვენ ყოველთვის ღიღინებდით გონებაში სიმღერას "Hot Chocolate" და არ გჯეროდათ სანტა კლაუსის არსებობის, სანამ არ ნახეთ ეს ფილმი პირველად. ამ ანიმაციური კლასიკის ხელახლა ნახვის შემდეგ კი, ყოველ ჯერზე, როდესაც "sleighbells" უსმენთ, თქვენს წინაშე, ჰაერში, პატარა ჯადოქრობა წარიმართება.

0
46
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო სიმონიშვილი
ნინო სიმონიშვილი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0