x
მეტი
  • 20.01.2021
  • სტატია:107041
  • ვიდეო:350353
  • სურათი:474410
5 ცნობილი ადამიანის სპეციფიკური გასტრონომიული მიდრეკილებები

image


რა სპეციფიკური გასტრონომიული ახირებები ახა­სი­ა­თებთ მსოფ­ლიოს ყოფილ თუ მოქმედ ლიდერებსა და ცნო­ბილ ბიზ­ნეს­მე­ნებს? წარმოგიდგენთ 5 ცნობილ პიროვნებას რომელთა კულინარიული მიდრეკილებები ნამდვილად გაგაოცებთ.





ბარაკ ობამა


image


აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბროკოლი ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე თავის საყვარელ საკვებ პროუქტად დაასახელა, თუმცა ის არაერთხელ უნახავთ ჰამბურგერისა და სტეიკის ჭამის დროს. თეთრი სახლის ტერიტორიაზე პოლიტიკურმა მოღვაწემ მინი ლუდსახარში კი მოაწყო, სადაც როგორც თეთრ, ასევე შავ ლუდს სახელწოდებით "White House Honey Ale"-ს ასხამდნენ.






ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში


image


ბარაკ ობამასგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ - უფროსი, თეთრ სახლში მზარეულებს, ბროკოლის მომზადების ნებას არ რთავდა, რადგან მას ბავშვობაში დედის დაჟინებული თხოვნით ეს ბოსტნეული უკვე იმდენი ჰქონდა მიღებული რომ მას დასანახადაც კი ვეღარ იტანდა.




სტივ ჯობსი


image


ბიზნესმენი და "Apple" - ის ერთ - ერთი დამფუძნებელი სტივ ჯობსი 70 - იან წლებში ფრუტარიანულმა დიეტამ გაიტაცა, კვირის განმავლობაში მას ერთი და იგივე პროდუქტის მაგალითად, სტაფილოს ან ვაშლის ჭამა განუწყვეტლივ შეეძლო, ასევე ის მთელი დღეები ახალი ან გამომშრალი ხილით იკვებებოდა, რადგან სჯეროდა, რომ ასეთი კვების რაციონის შემთხვევაში ადამიანს უკეთესი სუნი ჰქონდა, მალე ჯობსმა ამ დიეტის დაცვაზე უარი თქვა, თუმცა ვეგეტერიანელად ის სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.




კიმ ჩენ ინი


image


ცნობილ ჩრდილოეთ კორეელ პოლიტიკოსს კიმ ჩენ - ინს ზვიგენის ფარფლების წვნიანი თურმე განსაკუთრებით უყვარს, როგორც ამბობენ პრეზიდენტის ჭარბი წონის მიზეზი ამ მაღალკალორიული კერძის ხშირი მირთმევაა, გარდა ამისა, კიმ ჩენ - ინი ყველის სახეობებს შორის უპირატესობას მხოლოდ ტრადიციულ შვეიცარიულ - "ემენტალს" ანიჭებს, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში საგანგებოდ მისთვის შეაქვთ.




ჰენრი ფორდი


image


კომპანია "Ford"- ის დამფუძნებელი ჰენრი ფორდი თვლიდა რომ ადამიანისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მანქანისთვის სტანდარტული საწვავი იყო საკმარისი, ამიტომ ზედმეტს ის არასდროს მიირთმევდა. ფორდი სარეველათი იკვებებოდა რომელსაც ჯერ ხარშავდა, შემდეგ კი მას სენდვიჩების მოსამზადებლად იყენებდა.







0
532
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
532