x
მეტი
  • 27.01.2021
  • სტატია:107277
  • ვიდეო:350489
  • სურათი:475011
„ნორმალურ ცხოვრებას გაზაფხულის ბოლოს დავუბრუნდებით!“ - თენგიზ ცერცვაძე

image


თენგიზ ცერცვაძის განცხადებით საქართველო ჩვეულ ცხოვრებას გაზაფხულის ბოლოდან დაუბრუნდება. მისი პროგნოზით, ვითარების გაუმჯობესება სწორედ ამ დროისთვის უნდა მოხერხდეს. აპრილისთვის ის უკვე ჩვენი ქვეყნის ვაქცინით მომარაგებასაც ელის. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში სტუმრობისას, თოქ-შოუ „დღის თემაში“ ისაუბრა.


„ნორმალურ ცხოვრებას გაზაფხულზე, უფრო გაზაფხულის ბოლოს დავუბრუნდებით. მანამდე ამ საგიჟეთს უნდა გავუმკლავდეთ. უკვე მიმდინარეობს ოთხი მილიონის გადარიცხვა, რის შედეგადაც ვაქცინა დროულად შემოვა ჩვენს ქვეყანაში. უცხოელი მეგობრებიც გვპირდებიან, რომ დაგვეხმარებიან პროცესის დაჩქარებაში. სავარაუდოდ, აპრილისთვის ვაქცინა უკვე გვექნება და შევძლებთ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, “ - აღნიშნავს ცერცვაძე.

.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 158 154-ს.

.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 129 210-მდე.

.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 462 გარდაცვალების შემთხვევა.

/

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 450 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

.

თბილისში გამოვლენილია 2 053 შემთხვევა, აჭარაში - 453, იმერეთში - 931, ქვემო ქართლში - 339, შიდა ქართლში - 528, გურიაში - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 434, კახეთში - 386, მცხეთა-მთიანეთში - 104, სამცხე-ჯავახეთში - 105, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 33. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 981, აჭარაში - 1 009, იმერეთში - 1 252. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 116 პირი, მათ შორის, თბილისში - 521, აჭარაში - 154, იმერეთში - 261. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 395 პირი, მათგან თბილისში - 204, აჭარაში - 38, იმერეთში - 55. 4 067 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 318 - თბილისში, 2 004 - აჭარაში, 424 - იმერეთში. 16 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 325 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -367, აჭარაში - 263, ხოლო იმერეთში - 28.

.

სულ 6 ოქტომბრიდან - 4 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 19 904 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 850 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 932 პირი, აჭარაში - 12 102, იმერეთში - 5 206, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

.

მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

“მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმა. სწორედ ამ ორ თვიანი გეგმის ფარგლებში, იცით, რომ უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR.

.

დღესვე გაირკვა, რომ აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი დაამტკიცა საქართველოსთვის კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის მიმდინარე საპასუხო ნაბიჯების ხელშესაწყობად. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს აზიის განვითარების ბანკიდან მიაწოდეს.

,

„კოვიდ-19“-ის საგანგებო დახმარების საგრანტო პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კატასტროფების ფონდის (APDRF) მიერ ფინანსდება იაპონიის მთავრობის ფინანსური მონაწილეობით და გამოყენებული იქნება პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მისაწოდებლად, მათ შორის ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გასაზრდელად, პირადი დამცავი და ზოგადი სამედიცინო აღჭურვილობის მოსამარაგებლად.

.

„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბოლო თვეებში „კოვიდ-19“-ის სწრაფი გავრცელების გამო განსაკუთრებულ ზემოქმედებას განიცდის“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.

,

„გრანტი საქართველოს დაეხმარება საპასუხო ქმედებების განხორციელებაში და ის აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე დახმარების ნაწილია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხელშესაწყობად, სოციალური დაცვისა და მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად“.

.

გრანტი აზიის განვითარების ბანკის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას „კოვიდ-19“-ის უარყოფითი შედეგების სამართავად. მაისში აზიის განვითარების ბანკმა დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაავადების გავრცელების, ბიზნესზე მისი უარყოფითი გავლენის შერბილებისა და მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებად. ოქტომბერში ბანკმა 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა ქვეყნის საჯარო ფინანსურ მართვასა და სოციალური დაცვის სისტემებში არსებული გამოწვევების დასაძლევად.

.

აზიის განვითარების ბანკმა მიმდინარე წლის აგვისტოში რეგიონული ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში საქართველოს ასევე გამოუყო გრანტი „პისიარ“-ტესტის აპარატის შესაძენად. ახალი მოწყობილობა გაზრდის საქართველოს ტესტირების შესაძლებლობას და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ვირუსის უკეთ გამოვლენასა და გავრცელების შეკავებაში დაეხმარება.

.

აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

0
71
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0