x
მეტი
  • 25.01.2021
  • სტატია:107210
  • ვიდეო:350442
  • სურათი:474832
"დაიღუპა გმირულად" -2 წლის ბიჭუნა ტყუპისცალის გადარჩენას ცდილობდა,შედეგად ორივე დაიღუპა

image

ოჯახი დურბანიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, გლოვობს ორი ვაჟის ნაადრევ სიკვდილს.


გასული კვირის ბოლოს ორი წლის ტყუპი ძმემბის- სებასტიანისა და იტანის ცხედრები საოჯახო აუზში აღმოაჩინეს. ძიძამ მაშინვე დაურეკა სასწრაფოს, მაგრამ ადგილზე მისულმა ბრიგადამ ვეღარ გადაარცინესსბავშვები. ისინი მხოლოდ ძმების სიკვდილის მოწმენი გახდნენ, წერს The Sun.


"შემთხვევის ადგილზე მისულმა სამაშველო ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ტყუპები რაღაცნაირად საოჯახო საცურაო აუზში ჩავარდნენ. ექიმებმა მათი რეანიმაცია სცადეს. თუმცა, მცდელობებმა წარუმატებლად ჩაიარა, ორივე ბიჭი გარდაცვლილად გამოცხადდა"-ნათქვამია განცხადებაში.


ბავშვების პაპამ, ივან აიკსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძმები ძიძის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, მაგრამ ისინი როგორღაც შეუმჩნევლად გამოიპარნენ ქუჩაში. რაც მოხდა, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, მაგრამ ოჯახმა გადაწყვიტა, არ გამოქვეყნოს ეს შემზარავი კადრები.


"ბიჭები წამოდგნენ, ქუჩაში გავიდნენ და როგორღაც, მოხერხებულად გახსნეს აუზის ღობის კარი. ერთი წყალში ჩავარდა, მეორემ დაუძახა ამოდიო. როგორც კადრებში ჩანს, შემდეგ თვითონაც გადახტა ძმის გადასარჩენად. თავდაპირველად, ისინი აუზის საწმენდის სახელურზე იყვნენ დაკიდებულები, მაგრამ მაინც უმტყუნათ ბედმა."-ივან აიკსი.


image

"ისინი ერთად მოვიდნენ ამ ქვეყანაზე და ერთადვე დატოვეს ის"-ივან აიკსი



გამოძიება ბავშვების გარდაცვალების საქმეზე უკვე დაწყებულია. ხელისუფლება შეისწავლის ძიძას მოქმედებებსა და სხვა ასპექტებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიეს შედეგზე. როგორ არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, ეს ოჯახს შვებას ვერ მისცემს. ჯერჯერობით მათ შექმნეს Facebook-ზე ჯგუფი, სადაც ყველას შეუძლია მიუსამძიმროს სებასტიანისა და ეთანის მშობლებს.

image

0
347
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0