x
მეტი
  • 27.01.2021
  • სტატია:107277
  • ვიდეო:350489
  • სურათი:475011
"მას თითქმის ყველაფერი მოპარეს"-დიეგო მარადონა სიღარიბეში გარდაიცვალა

image


ფეხბურთელის მეგობრის განცხადებით, მისი აუარებელი ქონებიდან აღარაფერი დარჩა.


დიეგო მარადონას ახლო მეგობარი, ჟურნალისტი ლუის ვენტურა ამბობს, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი სიღარიბეში გარდაიცვალა. მისივე თქმით, სპორტსმენის საბანკო ანგარიშები ცარიელი იყო და პრაქტიკულად ქონება აღარ დარჩა .


”მარადონას თითქმის აღარაფერი დარჩა. ის სიღარიბეში გარდაიცვალა, თითქმის ყველაფერი მოპარეს, დანარჩენი კი გააჩუქა ”, - განაცხადა ვენტურამ La Gazzetta dello Sport- თან ინტერვიუში.



მანამდე ფინანსური ანალიტიკოსების მტკიცებით, დიეგო მარადონას მთლიანი ქონება 500 000 დოლარად იყო შეფასებული, სხვა ექსპერტების აზრით, ეს მაჩვენებელი აშკარად დაბალია.



80–90 – იან წლებში, როდესაც მარადონა დიდების მწვერვალზე იყო, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა წელიწადში დაახლოებით 13 მილიონ დოლარს გამოიმაშავებდა . მასში შედიოდა ხელფასი და სარეკლამო კონტრაქტები. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მარადონასთან რამდენიმე კორპორაციამ გააფორმა ხელშეკრულება, მათი ღირებულება არ გახმაურებულა.


სამწვრთნელო მოღვაწეობის დროს, დიეგო უფრო ნაკლებ ჰონორარს იღებდა, (წელიწადში დაახლოებით 1, 7 მლნ$)თუმცა ისიც საკმარისი იყო, რომ სიცოცხლის ბოლოსთვის უამრავი ქონება დაეგროვებინა, მათ შორის საკუთარი სასტუმრო კუბაში, ვენესუეალაში და არგენტინაში და ასევე ძვირადღირებული მანქანები, მაგალითად, თუნდაც 300 000 ევროდ ღირებული Rolls-Royce.


გარდა ამისა, მარადონა მუდმივად იღებდა ძვირფას საჩუქრებს გულშემატკივრებისა და ინვესტორებისგან. თუმცა, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ დიეგომ ბევრი ფული დახარჯა ქველმოქმედებაში. სწორედ ამიტომ, შესაძლოა ლუის ვენტურა მართალია და მარადონამ სიცოცხლის ბოლო წლები და თვეები გაატარა სიღარიბეში.


სწორედ ამის გამო, არაა გამორიცხული, რომ დიეგო მარადონამ უამრავი ვალები დაუტოვა მემკვიდრეებს, რომლებსაც ქონების გაყოფისთვის ბრძოლა მოუწევთ. ორი ოფიციალური ქალიშვილის გარდა, მარადონას კიდევ მინიმუმ სამი უკანონოდ შეძენილი შვილი ჰყავს.


1
442
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
442
  
2020, 9 დეკემბერი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1