x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„ზურაბ და იაგო შერიგდით რა!, ასეთი რამ ცხოვრებაში არ დამიწერია“ - გრიგოლია
image


ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერებს ზურაბ ჯაფარიძესა და იაგო ხვიჩიას მიმართავს. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ჯაფარიძეს მისცა და არ უნდა მათი დაშლა.

.

„არ მომწონს ეს ამბავი და მინდა ისევ ერთად გიხილოთ ორივე.


ცხოვრებაში არ დამიწერია ასეთი პოსტი პოლიტიკოსების მიმართ, მაგრამ აი, თქვენ გიწერთ.

საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ჯაფარას ტყუილად კი არ მივეცი. ღიად მოგმართავთ – შერიგდით რა!“, - წერს გრიგოლია.

.

შეგახსენებთ, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „გირჩი“ არ დაუტოვებია და პარტიის ლიდერად რჩება. ამასთან, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან პარტიაში არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას დაადასტურა, რომ პარტიაში დიდი ხანია არსებობდა უთანხმოება. რაც შეეხება უთანხმოების მიზეზს, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა „გარეთ არაფრის გამოტანას არ აპირებს“.

,

„მე პარტია არ დამიტოვებია, რა პოზიციაც აქ იყო ოპოზიციის მიერ წარდგენილი მაგასთან დაკავშირებით, „გირჩში“ ერთიანობაა. რაც სტატუსში დავწერე, ახლაც იგივეს თქმა შემიძლია. ჩემი და ამ ადამინების გზები გაიყო, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. პარლამენტში შესვლა-არშესვლა თემა არაა. პარტია არც მე ვარ და არც ეს ადამიანები, ვინ იქნება „გირჩში“, ამას მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ის ადამიანები, ვისაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ენერგია და ფული აქვთ ჩადებული „გირჩში“. ვრჩები „გირჩის“ ლიდერად. იყო პირობები, რა პირობებშიც ამ ადამიანებს ვთავაზობდი, რომ ერთად საქმის კეთება გაგვეგრძელებინა, რაზეც მითხრეს, რომ ეს პირობები მიუღებელი იყო, ამის შემდეგ დავამთავრე ამ ადამიანებთან საუბარი ”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

.

ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც მან განაცხადა, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს.

1
286
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
286
  
2020, 5 დეკემბერი, 1:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1