x
image
lady.ge
ბედი და ასტროლოგია - ნაწილი მეშვიდე (როგორი მშობელი დადგება ჩვენგან?)

imageმოუხედავად იმისა, რომ ბევრი სკეპტიკოსი ადამიანი ამ საიტზე და ზოგადად ცხოვრებაში, საკმაოდ ცინიკურად არის განწყობილი ასტროლოგიის მიმართ, მე მაინც ვაგრძელებ სტატიების ციკლს ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის. ამჯერად, შვილიერების პრობლემაზე ვისაუბროთ და ზოგადად, იმის შესახებ თუ ვის როგორი მშობლობა შეიძლება არგუნოს ბედმა. პირად რუკაში, შვილებთან დამოკიდებულებას, ასევე იმას თუ დაახლოებით რა ასაკში და რამდენი შვილი გვეყოლება, განსაზღვრავს მეხუთე სახლი და მისი ასპექტები სხვადასხვა პლანეტებთან. თუ მეხუთე სახლი ე.წ "უნაყოფო ნიშანშია" განთავსებული დიდი ალბათობაა რომ ასეთ ადამიანს შვილი ან არ ეყოლება, ან ეყოლება ერთი და ისიც გვიანი მემკვიდრე. უნაყოფო ნიშნებიდან ყველაზე რთულია თხის რქა და ზოგადად ამ ზოდიაქოში განთავსებული მეხუთე სახლი, მიუთითებს ადამიანის ცხოვრებაში შვილიერების პრობლემების არსებობას. ასევე რთულადაა საქმე, თუკი ადამიანს სატურნი (თხის რქის მმართველი პლანეტა) განთავსებული აქვს ლომის (მეხუთე სახლის მმართველი) ზოდიაქოში. ამგვარი კომბინაცია როგორც წესი მიუთითებს, იმაზე რომ ამ პიროვნებას, ექნება პრობლემები საკუთარ შვილებთან გადამეტებული სიმკაცრის და დიქტატურის გამო. მეხუთე სახლის მდებარეობით, ზოგადად შეიძლება ასევე ვიმსჯელოთ თუ როგორი მშობელი დადგება ჩვენგან, თუ მეხუთე სახლი თევზებშია ე, ი შვილებთან ემოციურ-სულიერი კავშირი გვექნება, თუ ტყუპებში ჩვენი კონტაქტი ვერბალური დონის იქნება, მუდმივად იქნება კომუნიკაცია და ა.შ. ბევრი ასტროლოგი თვლის რომ შვილიერების პრობლემაზე, კერძოდ ნაადრევ მშობიარობაზე, ბავშვის დაკარგვაზე და ა.შ მიუთითებს შავი მთვარის ლომში მდებარეობაც. თუმცა საუბარი ამაზე ცოტა განზოგადოებული ხასიათისაა, გამომდინარე იქედან რომ ლილიტი ზოგადად საფრთხეებზე მიგვანიშნებს, ლომი კი მოგეხსენებათ ბევრ სფეროს განაგებს, მათ შორისაა შოუ- ბიზნესი, გასართობი ინდუსტრია და ა.შ.



გაგრძელება იქნება...

9
948
3-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
948
  
2012, 1 სექტემბერი, 20:56
მთლად მასეც არაა რაა შეიძლება საუკეთესო განათლება ქონდეს მაგრამ უვარგისი დედა იყო ან საერთოდ არ იყო დედობის ღირსი. ამის უამრავი მაგალითია საქართველოში, უბრალობ ყველაფერი მოდის ალბათ გენეტიკიდანაც ნაწილობრივ
2012, 31 აგვისტო, 15:58
რაღაც ნიშნების როგორ გჯერად? როგორი მშობელი იქნები ეგ დამოკიდებულია თავად ადამიანზე, როგორია შინაგანად, პიროვნულად და რაა განათლება აქ მიღებული აი ამაზეა ეგ დამოკიდებული.
2012, 31 აგვისტო, 13:36
ამ მხრივ არ ვეთანხმები მე ყოველ შემთხვევაში სხვისი არვიცი
2012, 25 აგვისტო, 14:41
და რატომ არ უნდა იყო იდეალური დედა? :)) ლომის ზოდიაქო სულაც არ ნიშნავს ცუდ დედობას, უბრალოდ ლომი კარიერისტია და ზედმეტი გადაყოლა არ ახასიათებს საკუთარ შვილებზე.
2012, 25 აგვისტო, 11:56
ლომი
2012, 25 აგვისტო, 11:38
ზოდიაქო დამიკონკრეტე
2012, 25 აგვისტო, 11:28
ვთვლი რომ იდეალური დედა ვარ
2012, 24 აგვისტო, 22:37
+1
2012, 24 აგვისტო, 22:24
+++
0 1 9