x
მეტი
  • 26.01.2021
  • სტატია:107273
  • ვიდეო:350490
  • სურათი:475011
შეშლილი მმართველები: 5 ისტორიული პიროვნება, რომელიც ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა

image


ტაბლოიდური სტილი უძველესი დროიდან არსებობს, ამიტომ საკმარისია მონარქის მხრიდან ერთი არაადეკვატური ნაბიჯი და საზოგადოება მზად არის ის საჯაროდ, პირდაპირ გიჟად შერაცხოს, თუმცა მეფეთა და დედოფალთა უმრავლესობა ქვეყნის მმართველობის პერიოდში ან რეალურად გიჟდებოდა ან ტახტზე ასვლისას მათ უკვე ფსიქიკური დარღვევები აღენიშნებოდა. წარმოგიდენთ 5 უდიდესს მმართველს, რომელიც ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა.




ნაბუქოდონოსორ II


image


ნაბუქოდონოსორ II ან ნაბუქო - ბაბილონის ერთ-ერთი უდიდესი მმართველი გახლდათ. მისი მეფობის წლები ეკონომიკური აღმავლობისა და სახელმწიფოს კულტურული აღორძინების პერიოდად სრულიად სამართლიანად ითვლება, ასევე ნაბუქოდონოსორი ებრაულ კულტურაშიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება, თუმცა მიღწევების მიუხედავად ბაბილონის მეფე ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა. სიცოცხლის ბოლოს კი, მან იმპერიაც კი მიატოვა და საცხოვრებლად ველურ ბუნებაში გადავიდა. ამ ფაქტმა ნაბუქოს რეპუტაცია მნიშვნელოვნად შელახა და ის შთამომავლების თვალში შეურაცხადად აქცია.




კალიგულა


image


რომის ცნობილი იმპერატორი სიგიჟის ნამდვილი განსახიერება იყო. ზოგიერთი წყაროს ცნობით, კალიგულა საშინელი სისასტიკითა და ექსცენტრული ქცევებით გამოირჩეოდა. ასე მაგალითად, მის თანდასწრებით კატეგორიულად იკრძალებოდა სიტყვა - "თხის" ხსენება. ითვლება, რომ მას ეს "წიკი" მომატებული თმიანობის გამო ჰქონდა.



ჩინეთის იმპერატორი ჩჟენდე


image


მინის (ჩინეთის იმპერატორთა დინასტი 1368-1644 წწ.) დინასტიის ერთ - ერთ ყველაზე ცნობილ მმართველს, იმპერატორ ჩჟენდეს წარმოსახვითი ორეული ჰყავდა რომლისთვისაც მას სხვადასხვა სახის ბრძანებების გაცემა შეეძლო.




ხუანა I შეშლილი


image


დედოფლის მეტსახელი ყველაფერზე თავად მეტყველებს. ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ ესპანეთის მმართველის სიგიჟის მიზეზი განპირობებული ცხოვრებისეული გარემოებებით იყო, რომელთა შორისაც ისინი ორ რამეს - მისი ტახტისკენ მიმავალ რთულ გზასა და წარუმატებელ პირად ცხოვრებას ასახელებენ. ხუანას მდგომარეობა ქმრის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. დედოფალი იმდენად გაგიჟდა, რომ მეუღლის ფილიპე I-ის გვამს მისი გარდაცვალებიდან კიდევ ერთი წლის განმავლობაში საკუთარ ოთახში ინახავდა და მას ცოცხალი ადამიანივით ეპყრობოდა.




შარლოტა ბელგიელი


image


კიდევ ერთი მმართველი, რომელიც რთული ცხოვრებისეული გარემოებების გამო ჭკუიდან შეიშალა - ბელგიის პრინცესა შარლოტა გახლავთ, გათხოვების შემდეგ ის მექსიკის იმპერატორის მეუღლე გახდა. როგორც ამბობდნენ, ქვეყანაში სწორედ ძალაუფლებისთვის ბრძოლა იქცა მისი ფსიქიკური აშლილობის მიზეზი, რის გამოც მას არა მხოლოდ რეპუტაცია შეერყა, არამედ სამეფო კარზე მან გავლენაც კი დაკარგა.







0
207
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
207