x
მეტი
  • 20.01.2021
  • სტატია:107036
  • ვიდეო:350353
  • სურათი:474410
7 უაზრო და სულელური მითი ქალიშვილობის შესახებ რომელიც დღესაც აქტუალურია

image მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელია და საზოგადოებას მოეთხოვება ცოტა მეტი იცოდეს ადამიანის სხეულის ანატომიაზე, ბევრს დღესაც ჯერა ბებისბის დროინდელ მითებზე, რომელიც ქალის ქალიშვილობას და მისი დაკარგვას ეხება.
დღესაც ძალიან ბევრ ეთნოსში ტრაგედიის მიზეზი ხდება თუ პირველ ღამეს ზეწარზე პირველი ინტიმური კავშირის შემდეგ სისხლის კვალი არ იქნა აღმოჩენილი, ბევრს მიაჩნია, რომ პირველი ინტიმური კავშირი აუცილებლად სისხლთან უნდა იყოს კავშირში, რაც მცდარი შეხედულებაა დარგის მეცნიერების შეფასებით.
განვიხილოთ 7 მითი რომელიც ქალიშვილობასთან დაკავშირებითაა გავრცელებული და რომელსაც მეცნიერებმა სისულელე და უაზრობა უწოდეს.
1. ქალწულის საშო დაფარულია საქალწულე აპკით, რომელიც ერთგვარ ფირს წარმოადგენს, რომელიც იხევა მასზე მიწოლით იქნება ეს მამაკაცის სასქესო ორგანო თუ ქალის თითი, რომლითაც დაბანისას უხეშად შეეხება.
სინამდვილეში საქალწულე აპკი თხელი ქსოვილის ნაკეცს წარმოადგენს, რომელიც ინდივიდუალურია და შეიძლება ერთი ვიწრო ნახვრეტიდან რამდენიმე ნახვრეტიც კი ჰქონდეს, თან საქალწულე აპკის ზომებიც ინდივიდუალურია.
თუმცა გვხვდებიან ისეთებიც, რომელთა საქალწულე აპკი სრულადაა შემაერთებელი ქსოვილით დაფარული და ასეთ დროს აუცილებელია ქალმა მიმართოს ექიმს, რათა დროულად იქნას გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია, რადგან ქალის საშო აგებულია ისე, რომ ყოველთვიურად საშომ სისხლდენის სახით თვითგაწმენდა მოახდინოს.
2. მითი იმის თაობაზე, რომ ქალის ქალიშვილობის დადგენა უმარტივესია.
საქალწულე აპკი იმდენად ელასტიურია სულაც არაა აუცილებელი პირველი სექსუალური კავშირისას გაიხეს და სისხლის "ზღვა დადგეს".
საქალწულე აპკს ახასიათებს ასე ვთქვათ გაწელვის ფუნქცია, რა დროსაც სულაც არაა აუცილებელი მისი ჩახევა და შესაბამისად სისხლდენა მოხდეს, საქალწულე აფკი ელასტიურობის წყალობით გაფართოვდება და მამაკაცის სასქესო ორგანო ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეაღწევს საშოში.
სწორედ საქალწულე აპკის ელასტიურობა ხდება ქალის მიმართ დაუმსახურებელი აგრესიის მიზეზი, ზოგიერთ ერში კი ეს შეიძლება ქალის მკვლელობის მიზეზიც კი გახდეს.
3. პირველი სექსუალური კავშირისას მამაკაცთან აუცილებელია სისხლი წამოვიდეს.
ესეც მორიგი მითია, რადგან როგორც ავღნიშნეთ საქალწულე აპკი იმდენად ელასტიურია ხშირ შემთხვევაში, სულაც არაა აუცილებელი სისხლი წამოვიდეს.
აქ მნიშვნელობა აქვს იმასაც მამაკაცი გამოცდილია თუ არა, თუ მამაკაცი გამოცდილია ის ეგრევე არ "ეცემა" ქალს, ეცდება მის მოდუნებას, რაც საშოში "მპოხავი" სითხის გამომუშავებას შეუწყობს ხელს და დიდია იმისი ალბათობა, რომ ქალიშვილმა ისე დაკარგოს ქალწულობა, სისხლის ნატამალი არ გამოჩნდეს.
მცირე სისხლი ან თუნდაც რამდენიმე წვეთი სისხლის გამოჩენა სრულიად ნორმალური მოვლენაა, თუ მამაკაცი უხეშად იქცევა, შესაძლოა ამან საქალწულე აპკის ჩახევასთან ერთად ძლიერი სისხლდენა გამოიწვიოს, ასეთ დროს აუცილებელია ქალმა მიმართოს ექიმს.
4. პირველი სექსი აუცილებლად მტკივნეული უნდა იყოს.
ესეც მორიგი მითია, როგორც მოგახსენეთ საქალწულე აპკი ინდივიდუალურია, თან მამაკაცი გამოცდილი თუა ის მეწყვილის პირველ ინტიმურ კავშირამდე მაქსიმალურად ეცდება ის მოფერებით მოადუნოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვანოს სასქესო ორგანო ქალის საშოში ძალდატანების გარეშე მცირე მონოტონური ბიძგებით.
შესაბამისად ძლიერ ტკივილს ქალი ასეთ დროს არ განიცდის.
5. სპორტის რამდენიმე სახეობას შეუძლია ქალწულობა დააკარგვინოს ქალს.
სინამდვილეში ესეც მითია, მართალია სპორტის ზოგიერთმა სახეობამ შეიძლება ქალიშვილის საქალწულე აპკი გაწელოს, მაგრამ საუბარი მის ჩახევაზე და შესაბამისად ქალიშვილობის დაკარგვაზე სრული უაზრობაა მეცნიერების დასკვნით.
6. არ შეიძლება პირველი ინტიმური კავშირის შედეგად ქალი დაფეხმძიმდეს.
ესეც მორიგი მითი გახლავთ, ქალწულობა კონტრაცეპტივი არაა ქალი ორსულობისაგან დაიცვას.
პირველი სექსუალური კავშირისას თავისუფლად შეიძლება ქალი ორსულად დარჩეს.
7. რაც უფრო ასაკოვანია ქალიშვილი ქალი მით უფრო რთული ხდება მისთვის ქალიშვილობის დაკარგვა.
ესეც მორიგი მითია, რადგან ასაკს საქალწულე აპკთან საერთო არაფერი აქვს და 60 წლის ქალიც ისევე კარგავს პირველი სექსუალური აქტისას ქალიშვილობას, როგორც ვთქვათ 17 წლის გოგონა.
რადგან საქალწულე აპკი ქალის მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება ელასტიური.
+14


0
569
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
569