x
მეტი
  • 20.01.2021
  • სტატია:107036
  • ვიდეო:350353
  • სურათი:474410
43 წლის შემდეგ: როგორ შეიცვალა "ვიქტორია სეკრეტის" კატალოგი პირველი ნომრის შემდეგ

image


"ვიქტორია ეკრეი" - ქალის თეთრეულის მწარმოებელი ყველაზე დიდი და ცნობილი ამერიკული ბრენდია, რომელიც 1977 წელს სან - ფრანცისკოში როი რეიმონდის მიერ დაარსდა. კომპანიის არსებობის 43 წლის განმავლობაში ბრენდმა მრავალი ცვლილება განიცადა, რაც განპირობებული იყო როგორც სწრაფად ცვალებადი მოდის ტენდენციებით, ასევე თავად ბრენდის პოლიტიკით.


image


კომპანია გახსნის დღიდან ყოველთვის სიახლეებზე იყო ორიენტირებული, სწორედ ერთ - ერთ ასეთ ნოვაციას ბრენდის სპეციალური კატალოგები წარმოადგენდა, რომლებიც ძირითადად, ფოსტით მათთვის იგზავნებოდა ვისაც თეთრეულის ასარჩევად გარკვეული მიზეზების გამო მაღაზიაში მისვლა ან არ შეეძლო ან არ სურდა. კატალოგები კლიენტებს საშუალებას აძლევდა სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელედ აერჩიათ.


image


გაყიდვების მიმართ ასეთი მიდგომა თეთრეულის გაყიდვაში ნამდვილ რევოლუციად არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში იქცა. როი რეიმონდის ბიზნესმა მისი 5 წლიანი მმართველობის მანძილზე უდიდეს წარმატებას მიაღწია. გახსნილი იქნა სულ 6 მაღაზია და ამავე დროს კარგად მუშაობდა კატალოგებით პროდუქციის გაყიდვაც. მაშ ასე, მოდით, შევადაროთ როგორ გამოიყურებოდა ცნობილი კომპანიის პირველი კატალოგი ორმოცდასამი წლის წინ და როგორ გამოიყურება ის დღეს.






აი, 1979 წლის კატალოგიც


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




ეს კი, უკვე კომპანიის 2017 წლის კატალოგი გახლავთ


imageimageimageimageimage



0
140
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
140