x
მეტი
  • 20.01.2021
  • სტატია:107041
  • ვიდეო:350356
  • სურათი:474412
ჩაკეტილი სივრცე, კოვიდ ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელი - ჰუმანიტარული კრიზისი აფხაზეთში

ენგურის ხიდი

ენგურის ხიდი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს დანარჩენ საქართელოსთან აკავშირებს, 8 თვეა, რაც ჩაკეტილია, ის საკმაოდ იშვიათად იხსნება, ისიც ცალმხრივად, ე.წ ჰუმანიტარული კორიდორის სახელით. პანდემია ყველაზე რთულად გადასატანი, გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი საზოგადოებისთვის გამოდგა, ხალხი, რომელიც თვიდან-თვემდე თავს დევნილთა დახმარებითა და საქართელოს მიერ გაცემული პენსიით ირჩენდა აბსოლუტურ გაუგებრობასა და ვაკუუმში აღმოჩნდა, ამ ყველაფერს დაემატა უსახსრობა, რაც შიმშილის გამომწვევი მიზეზი გახდა. პასუხი და რეაგირება ამ ყველაფერზე, საქართელოს მხრიდან ნულოვანია, ეს ხალხი ყველასგან მიტოვებული და უსუსურია, იმისთვის, რომ ოჯახში ლუკმა პური მიიტანონ, უწევთ ადიდებული ენგურის გადალახვა, რააც რამდენიმეჯერ ფატალურადაც კი დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი ცალ მხრივად ხსნის საზღვარს, ოფიციალური თბილისი აფხაზეთიდან გადმოსულ ხალხს კარანტინის გავლას სთხოვს, რაც ბუნებრივია მათთვის დროის კარგვა და პლუს ოჯახის წევრების სიცოცხლის დაკარგვას უდრის.

0
85
1-ს მოსწონს
ავტორი:ლუკა ჩანგელია
ლუკა ჩანგელია
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0