x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ყველა დროის ცნობილი ნახატები, რომლებიც მილიონობით ადამიანს ხიბლავს

image

ყოველდღიურად მხატვრები ქმნიან ათასობით ნახატს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანი ახდენს შთაბეჭდილებას მილიონობით ადამიანზე. ზოგიერთი მხატვრები იმდენად ნიჭიერი, გენიალურია, რომ შეუძლიათ, მთელ მსოფლიოს უჩვენონ ემოციებისა და გრძნობების ზღვა ერთი ნახატით. არსებობს ბევრი ნახატი, რომელმაც დაიმსახურა კრიტიკოსთა მოწონება და მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. ასევე, არსებობს ერთეული ნახატები, შედევრები, რომლებიც ფართოდ ცნობილია არა მხოლოდ კრიტიკოსების, არამედ ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანებისათვისაც, ხელოვნებისაგან შორს მდგარი პირებისათვისაც. ასეთია;

1.მონა ლიზა

image

ნახატი "მონა ლიზა" ეკუთვნის იტალიელ მხატვარს, ლეონარდო და ვინჩს. იგი შესრულებულია მე-16 საუკუნის დასაწყისში. შედევრი მე-18 საუკუნის ბოლოს შეიძინა საფრანგეთის მეფემ, ფრანცისკ I-მა და დღემდე ინახება ლუვრის სასახლეში.

2. "ვარსკვლავებიანი ღამე"

image

ნახატის ავტორია ჰოლანდიელი მხატვარი, ვინსენტ ვან გოგი. შესრულებულია 1889 წელს.

3."საიდუმლო სერობა"

image

"საიდუმლო სერობა" ლეონარდო და ვინჩის ყველაზე პოპულარული ნახატია. ასახულია ქრისტეს საიდუმლო სერობა, 12 მოწაფესთან ერთად.კერძოდ, დაფიქსირებულია ის ეპიზოდი, როცა ქრისტე ეუბნება მოწაფეებს, რომ ერთ-ერთი მათგანი გამცემია.

4."გერნიკა"

image

"გერნიკა" 1937 წელს, სამოქალაქო ომის პერიოდში ესპანელმა პაბლო პიკასომ დახატა. ეს შედევრი გახდა მშვიდობის სიმბოლო, ომის წინააღმდეგ მიმართული სურათი.

5."ადამის შექმნა"

(მიქელანჯელო, იტალია, მე-16 საუკუნის დასაწყისი)

image

6."ყვირილი"

image

ნახატი "ყვირილი" ნორვეგიელმა ფერმწერმა, ედუარდ მუნკიმ დახატა 1893 წელს.აქ ასახულია ბუნების ყვირილი, ხმები. შედევრის მოპარვა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ამაოდ.

7."მეხსიერების მდგრადობა"

(სალვადორ დალი, ესპანელი მხატვარი, 1931 წელი)

image

8."სამი მუსიკოსი"

(პაბლო პიკასო, ესპანელი მხატვარი, 1921 წელი)

image

9."გოგონა მარგალიტის საყურით"

(იოჰანეს ვერმერი, ჰოლანდიელი მხატვარი, 1665 წელი)

image

10."უისტლერის დედა"

(ჯეიმს ებოტ მაკნეილ უისტლერი, ანგლო-ამერიკელი მწერალი, 1871 წელი)

image

0
180
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0