x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
როგორ აცმევს თავის გოგონას ირინა შეიკი
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.


image




ვიცით, რომ ირინამ ცნობილ ფეხბურთელთან კრიშტიანუ რონალდუსთან 5 წლიანი რომანი გააბა, რომელიც 2010 წელს არმანის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე გაიცნო. მასთან დაშორების შემდეგ კი მალევე დაიწყო ურთიერთობა მსახიობ ბრედლი კუპერთან, რომელთანაც მალევე იქორწინა და ქალიშვილიც გაუჩინა.


ის არაჩვეულებრივი დედა და ცოლია, რაც არაერთხელ დაადასტურა პაპარაცების მიერ გადაღებულმა ფოტოებმა, რომელზეც მისი არაჩვეულებრივი, სამწევრიანი ოჯახი იყო აღბეჭდილი. თუმცა, ალბათ არც ეს სიყვარული იყო ნამდვილი და ჰოლივუდის ერთ-ერთი კარგი წყვილი დაშორდა.




ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ირინა შეიკმა და ბრედლი კუპერმა ურთიერთობა გაწყვიტა. მათ საერთო ქალიშვილი ლეა დე სენ შეიკ კუპერი ჰყავთ.


როდესაც დედა სუპერმოდეილი გყავს, მარტივია მუდამ მოდურად და კარგად გამოიყურებოდე. ირინას შვილის შემთხვევაშიც ასეა. მისი პაპარაცული ფოტოები, რომლებიც ნიუ-იორკის ქუჩებში დედა-შვილის სეირნობისას არის გადაღებული, სწორედ ამ ფაქტს მოწმობს.



მოდით, ვნახოთ ფოტოკრებული.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage







0
65
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0