x
მეტი
  • 20.01.2021
  • სტატია:107041
  • ვიდეო:350353
  • სურათი:474410
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებით მსოფლიო 2020 წელს თბილი მონატრებით გაიხსენებს

image




ნოსტრადამუსის 2021 წლის პროგნოზები ცნობილი გახდა მთელი მსოფლიოსთვის. ის ამბობს, რომ ეს წელი ადვილი არ იქნება. ნოსტრადამუსმა 2021 წლისთვის რვა წინასწარმეტყველება გააკეთა. თუ ისინი ახდება, 2020 წელს თბილი მონატრებით გავიხსენებთ.




- მზის აქტივობის გამო შემდეგ წელს, ნოსტრადამუსი გვპირდება მზის ძლიერ შტორმებს. ამან შეიძლება სერიოზულად იმოქმედოს პლანეტის კლიმატზე.




”ჩვენ ვნახავთ, როგორ გაიზრდება წყალის დონე და როგორ დაიმალება დედამიწა მის ქვეშ, შედეგი კი იქნება მასიური მიგრაცია, მრავალი კონფლიქტი და ომი რესურსებისთვის." - ამბობს წინასწარმეტყველი.




- მოხდება მუსლიმების მიერ ევროპის დაპყრობა. ერთ-ერთი პროგნოზით ნათქვამია, რომ აქლემებით აივსება მთელი ევროპა. ეს ცხოველი არაბული მოსახლეობის სიმბოლოდ გამოიყენება. შესაძლოა ევროპა მიგრანტების ახალი ნაკადის წინაშე აღმოჩნდეს. ასევე, არსებობს შესაძლებლობა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში შობადობა შემცირდეს და სტუმრად ჩამოსული არაბები ამის კომპენსირებას მოახდენენ.




- ჩიპების იმპლანტაციით ამერიკელი ჯარისკაცები გახდებიან პირველი ადამიანი-რობოტები. ჩიპები ჩაინერგება მათ ტვინში, რათა, მათ მიეცეთ ციფრული ინტელექტი, რომელიც სცილდება ადამიანის ბიოლოგიურ შესაძლებლობებს.





- 2021 წელს წინასწარმეტყველს თქმით მოხდება გიგანტურ ასტეროიდთან დედამიწის შეჯახება.




ნოსტრადამუსი ამბობს: „ცაზე ადამიანი დაინახავს ცეცხლს და ნაპერწკლების გრძელ კვალს“. იგი აღნიშნავს, რომ ასტეროიდთან შეჯახებისას იქნება შთაბეჭდილება, თითქოს ცაში ხანძარია. მოვლენების ასეთი განვითარების შესაძლებლობას ნასაც ადასტურებს. მათ აღმოაჩინეს ასტეროიდი "2009 KF1"-ი, რომელიც დედამიწას შესაძლოა დაეჯახოს 2021 წლის 6 მაისს.






- ნოსტრადამუსის აზრით, კალიფორნიას სრული განადგურება ელოდება ახალი მიწისძვრით, რომელიც სამყაროს დაატყდება თავს. კალიფორნია განსაკუთრებით დაზარალდება. ნოსტრადამუსმა კატასტროფის თარიღიც კი მიუთითა: "მერკური მშვილდოსანშია, სატურნი ჩაქრება". ასტროლოგებმა დაიანგარიშეს და ამ მოვლენის დაკვირვება შესაძლებელია 2021 წლის 25 ნოემბერს.





- 2021 წელს ეკლესიის მიერ მოხდება ხალხის მოზიდვა პაპ ფრანცისკის წყალობით. პროგნოზით, ამჟამინდელი პონტიფიკოსი ბევრ შთამბეჭდავ საქმეს მიაღწევს. მისი მემკვიდრეობის წყალობით, უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს კათოლიკური ეკლესიის მაშველ ნავად განხილვას. ალბათ ეს წინასწარმეტყველება ახდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რომის პაპმა ფრანცისკმა უკვე ბევრი რამ გააკეთა ეკლესიის ხალხთან დასაახლოებლად.





- 2021 წელს ნოსტრადამუსი გვპირდება ცივილიზაციის დასასრულს, თვლის რომ კორონავირუსის პანდემია მხოლოდ კატასტროფების დასაწყისი იქნება, რაც კაცობრიობას განვითარების უკან ეტაპზე დააბრუნებს. უზარმაზარი მასშტაბის კატასტროფები დაიწყება, რაც პლანეტის მთელ მოსახლეობაზე აისახება. წინასწარმეტყველი დარწმუნებულია, რომ კაცობრიობის უმეტესობა ამ მოვლენებს ვერ გადაურჩება.




- ზომბი აპოკალიფსისი- კაცობრიობის დასასრული შეიძლება უფრო ახლო იყოს ვიდრე ვფიქრობთ. სულ ცოტა ხანში ნოსტრადამუსის ინფორმაციით მეცნიერი რუსეთიდან შექმნის ვირუსს, რომლის გამოყენება შეიძლება, როგორც ბიოლოგიური იარაღის. ეს კი ყველა მთელი პლანეტის მოსახლეობისთვის იქნება დიდი პრობლემა.

3
885
3-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
885
  
2020, 5 დეკემბერი, 7:15
ნოსტრადამუსმა "ჩიპი" იცოდა თუ?
2020, 3 დეკემბერი, 23:19
ეს ნოსტრადამუსი ნეტა რას ეწეოდა. ვანგასაც გადაუჯოკრა ფანტაზიებში.
2020, 3 დეკემბერი, 20:32
ცოტა არ იყოს, შემეშინდა
0 1 3