x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რისი ეშინიათ ბავშვებს, როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი და რა შემთხვევაში მიმართოს სპეციალისტს

სხვადასხვა მოვლენის, ობიექტის მიმართ შიში ადამიანების დამახასიათებელი ნიშანია და მას ადაპტაციური ფუნქცია აქვს. ამ მხრივ, არც ბავშვები არიან გამონაკლისნი. შიშები ბავშვობის ასაკისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ გავრცელებულ, ბუნებრივ თავისებურებას წარმოადგენს. ასაკის მატებასთან, სამყაროს შესახებ ცოდნის გამრავალფეროვნებასთან ერთად იზრდება იმ მოვლენათა ჩამონათვალი, რომელთა მიმართაც მათ შიშის განცდა შესაძლოა გაუჩნდეთ. შესაბამისად, აქ სერიოზული არაფერია. ჩვეულებრივ, ეს უარყოფითი ემოციებიმისი ცხოვრებისთვის ხელისშემშლელი არ არის და ასაკთან ერთად შესაძლოაუკვალოდ გაქრეს კიდეც. საყურადღებოა, რომ სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე შიშის სხვადასხვა ობიექტი არსებობს. მშობლის ამოცანაა ამ მიმართულებით იცოდეს მეტი, რათა დაეხმაროს ბავშვს ასაკობრივ სირთულეებთან გამკლავებაში.


0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:ტლაშაძე.ლიკა
ტლაშაძე.ლიკა
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0