x
მეტი
  • 20.01.2021
  • სტატია:107041
  • ვიდეო:350353
  • სურათი:474410
ნამიბიაში ადგილობრივი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს ადოლფ ჰიტლერი, არა გერმანიის ფიურერი არ გეგონოთ ცოცხალი ჰიტლერი აირჩიეს

image როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, პოლიტიკაში კიდევ გამოჩნდა ადოლფ ჰიტლერი, არა გერმანიის ფიურერი არ გეგონოთ, მიცვალებულს რა გააცოცხლებს ეს ფერადკანიანი პოლიტიკოსია, ოღონდ ადოლფ ჰიტლერის მოგვარე და თანამოსახელე.
თქვენ ხართ ჩემი ბატონი და ეს ბატონი ნამიბიაში ადგილობრივი საბჭოს დეპუტატად იქნა არჩეული და სულაც არ აწუხებს მსოფლიო ბატონობის ამბიცია, მეტიც მთელი თავისი ცხოვრება აპარტეიდს ებრძოდა, არც ნახიონალ-სოციალისტების მხარდამჭერია ბატონი ჰიტლერი.
ადოლფ ჰიტლერ უუნონა პოლიტიკაში წავიდა თანამებრძოლებთან ერთად, მისი ორგანიზაცია, რომელიც აპარტეიდს იარაღით ხელში ებრძოდა საბჭოთა კავშირის თანადგომით ფერადკანიანების უფლებების დასაცავად იბრძოდა.
ჰიტლერი დეპუტატად აირჩია ხალხმა, მას ამომრჩევლების 84-მა პროცენტმა მისცა ხმა.
"ის, რომ მე ასეთი სახელი და გვარი მაქვს არ ნიშნავს, რომ მე მსოფლიო ბატონობის ამბიციები გამაჩნია და მამოძრავებს. ეტყობა მამაჩემმა კარგად არ იცოდა ადოლფ ჰიტლერის შესახებ ბევრი რამ, თორემ გერმანელი დიქტატორის სახელს და გვარს არ მომცემდა. ჩემს ბავშვობაში არავის ჰქონია რეაქცია ჩემს სახელზე და გვარზე, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ეს სახელი და გვარი უკვე დისკომფორტს მიქმნიდა, თან უკვე მეც ვიცოდი თუ ვინ იყო ადოლფ ჰიტლერი, მე არაფერი მაქვს საერთო მასთან"-განუცხადა დეპუტატმა ადოლფ ჰიტლერმა
"Bild"-ს.
ადოლფის მეუღლის განცხადებით მის ქმარს სახელის და გვარის შეცვლა უკვე არ შეუძლია, რადგან მისი სახელი და გვარი უამრავ ოფიციალურ საბუთში და დოკუმენტებშია დაფიქსირებული.

7
105
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
105
  
2020, 5 დეკემბერი, 1:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 3 დეკემბერი, 23:54
მამას დამსახურებით მიუღია ასეთი გვარი, მანდ ბავშვს ხშირად საკუთარი გვარის ნაცვლად ვინმე ცნობილი ადამიანის გვარს არქმევენ და ასე გაგვიჰიტლერდა ეს შვტუხა. :)))
2020, 3 დეკემბერი, 21:56
შვილიც ჰიტლერი იქნება სავარაუდოდ, თუ ცოლმა არ ურალატა სადმე :))) ისე ნამიბიაში ამ გვარს რა უნდოდა?
2020, 3 დეკემბერი, 21:13
მამის სახელს, რომ ჰკითხავენ ამის შვილს და ის უპასუხებს ჰიტლერიო! :)))
2020, 3 დეკემბერი, 20:59
როგორც მეფეების შემთხვევაში იყო: ერეკლე პირველი, ერეკლე მეორე და ა,შ, ახლა ადოლფ ჰიტლერი პირველი, ადოლფ ჰიტლერი მეორე :)))
2020, 3 დეკემბერი, 20:13
:D
0 1 7