x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ეჭვიან ქმარს ცოლი სხვა ქალში შეეშალა და კინაღამ ჩაქუჩით მოკლა
imageმოსკოვში იუჟნოე ტუშინოს რაიონში გოგონა კინაღამ მოკლეს სახლის სადარბაზოსთან, როდესაც ჩაქუჩით შეიარაღებულმა მამაკაცი თავს დაესხა მას.



27 წლის მსხვერპლმა პოლიციას განუცხადა, რომ ის სახლისკენ მიემართებოდა და თან ტელეფონზე საუბრობდა, როდესაც მოულოდნელად მას უკნიდან თავს დაესხა მამაკაცი და თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.

დარტყმების მიუხედავად, გოგონამ შეძლო გაქცევა, რა დროსაც ყვირილით შველას ითხოვდა.


გამვლელების რეაციის შემდეგ თავდამსხმელი გაიქცა. თუმცა, მამაკაცმა დიდხანს ვერ შეძლო დამალვა, მით უმეტეს, მისი სახე სადარბაზოს სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

-ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელებმა დააკავეს 47 წლის ადრე ნასამართლევი მამაკაცი. ეჭვმიტანილის განცხადებით, მას გოგონა მეუღლეში აერია, რომელთანაც კონფლიქტი აქვს, - განუცხადა მოსკოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ ეკატერინა გუზმა საინფორმაციო სააგენტო მოსკოვს.


გოგონას თავის არეში აქვს ჭრილობა და სისხლჩაქცევები, იგი ამჟამად სახლშო განაგრძობს მკურნალობას . დაკავებულის წინააღმდეგ აიძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით "ხულიგნობა".




0
107
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0