x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
სასწრაფოდ,დაიგლიჯეთ თმები! თუ ისინი წყალში ჩაიძირა,ეს ნიშნავს, რომ...(4 რჩევა)
image
ერთი თმის ღერს შეუძლია 100 გრამი წონის გაძლება, რაც შოკოლადის მთლიანი ფილის ტოლფასია.მას ასევე შეუძლია 1, 5-ჯერ დაგრძელდეს თავის სიგრძესთან შედარებით, თუმცა ასეთი სუპერ ძალა მხოლოდ ჯანმრთელ თმას გააჩნია.დაზიანებული თმის ღერი ძალიან სწრაფად და მარტივად იშლება.


ერთი შეხედვით, ფაქტიურად შეუძლებელია თმის მდგომარეობის შეფასება, არა და მისი რეგულარული შემოწმება დაგეხმარებათ სწრაფად უმკურნალოთ მას.

იმის დასადგენად, დაზიანებულია, თუ არა თქვენი თმა, შეგიძლიათ შემდეგი 4 მარტივი ტესტი ჩაატაროთ სახლის პირობებში:

1. თმის ფესვის შემოწმება.


იმის სანახავად, ჯანმრთელი გაქვთ თუ არა თმა და ხომ არ განიცდით გადაჭარბებულ ცვენას, ჯერ უნდა შეისწავოთ თმის ფესვები.ეს კი შემდეგნაირად უნდა გააკეთოთ: ამოიღეთ ერთი კონკრეტული თმის ღერი და დააკვირდით მის ძირს, ის მაქსიმალურად უნდა ეკვროდეს სკალპს. ჯანსაღი ფესვი ბოლქვისმაგვარია, თუ თქვენი თმის ძირი სწორია და წვრილია, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ ფოტოზეა, ნიშნავს, რომ ის დაზიანებულია და მოვლა სჭირდება.

image

2. ჩაძირვის ტესტი.

ეს ტესტი დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რამდენად ფოროვანია თქვენი თმა. ჯანსაღი თმის სტრუქტურა მკვრივი და მყარია, დაზიანებული ღერი კი უფრო სწრაფად ითვისებს წყალს. ამის შესამოწმებლად, თავის სხვადასხვა უბნიდან ამოიღეთ რამდენიმე ღერი თმა და ჩაყარეთ წყალში. ჯანმრთელი თმის ღერები წყლის ზედაპპირზე დაიწყებენ ტივტივს, ოდნავ დაზიანებული მცირედით ჩაიძირება, ძლიერ დაზიანებული თმის ღერები კი ფსკერზე აღმოჩნდება.

image

3. ელასტიურობის ტესტი.

ტესტის გასაკეთებლად შეარჩიეთ თმის თხელი ფენა, გაწელეთ ის ორი ბოლოდან და თუ ხელის გაშვების შემდეგ თმა თავის საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, თქვენი თმა ჯანმრთელია.

image


4. ფორიანობის ტესტი.

ეს მარტივი ტესტი დაგეხმარებათ გაიგოთ, დაზიანებულია თუ არა თქვენი თმის კუტიკულა. ამისათვის, თმის თხელი ფენა მოაქციეთ საჩვენებელ და შუა თითებს შორის, თუ გრძნობთ, რომ ის უხეშია, ე.ი. დაზიანებულია თქვენი თმის კუტიკულა, თუ რბილია, გილოცავთ, თქვენი თმა ჯანმრთელია.image ასევე საინტერესოა:

როგორ გავასუფთავოთ სავარცხელი სწორად?! – საჭირო რჩევები


როგორ მოვამზადოთ ლიმონის ქერქისგან ჰაერის, ჭურჭლისა და ტუალეტის გამწმენდი უნიკალური საშუალება?!


პირბადის ტარებისას სათვალე გეორთქლებათ?! – ეს სტატია თქვენთვისაა


ალოე – ჯადოსნური მცენარის გასაოცარი ძალა თქვენი ჯანმრთელობისათვის


იცით, როგორ უნდა მიირთვათ და შეინახოთ პომიდორი?! - თუ არა, ეს სტატია თქვენთვისაა!

0
282
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0