x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
არაბი შეიხების შავბნელი საიდუმლოებანი: ნახეთ, რა იმალება მდიდრული ფასადის მიღმა

image


პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ადგილის მბრწყინავი ფასადის მიღმა საკმაოდ ბნელი და იდუმალებით მოცული ცხოვრება იმალება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრება არც ისეთი ზღაპარულია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ქვეყნის მმართველი ელიტისა და მათი ცხოვრების საიდუმლოებების შესახებ "WikiLeaks"- ისა და "Fox News"- ის ჟურნალისტებმა არაერთხელ საჯაროდ ისაუბრეს.


image



შეიხი რაშიდი სინამდვილეში ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა


image


დუბაის ამჟამინდელი მმართველის მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი უფროსი ვაჟი რაშიდ იბნ მუჰამედ ალ მაქტუმის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა, თუმცა უმეტესობა ფიქრობს რომ 33 წლის ტახტის მემკვიდრე ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. ამ ვერსიას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ახალგაზრდა შეიხმა რამდენიმე წლით ადრე მდიდრული ცხოვრება მიატოვა და დუბაის ერთ – ერთ ყველაზე იდუმალ ფიგურად იქცა. ნარკოდამოკიდებულების გამო ოჯახმა მას არა მარტო ტახტის მემკვიდრეობის უფლება ჩამოართვა, არამედ ლონდონში გამგზავრებაც კი აუკრძალა, სადაც ის საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა და სწავლობდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიხი სარეაბილიტაციო კლინიკების ხშირი სტუმარი იყო 2016 წელს გამჟღავნდა, თუმცა 2017 წლისთვის ეს ინფორმაცია თითქმის ყველა არაბული წყაროებიდან იქნა ამოღებული.




ალკოჰოლი, ნარკოტიკები, მეძავები და სექს- ორგიები


image


"WikiLeaks"– მა ამერიკის საელჩოს სკანდალური მიმოწერა გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ყოველივე ზემოხსენებული არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში უხვად იყო წარმოდგენილი, რაზედაც ხელი ქვეყანაში ყველას არ მიუწვდებოდა: "როგორც აღმოჩნდა, ალკოჰოლზე აკრძალვა ყველგან არ ვრცელდება. გუშინ წვეულებაზე ალკოჰოლი მდინარესავით მოედინებოდა, სტუმრებს შორის მეძავებიც საკმაოდ მრავლად იყვნენ, ჰაშიშისა და კოკაინის მოპოვება კი არანირ სირთულეს არ წარმოადგენდა". მორიგ სკანდალად კი იქცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინსტაგრამ - მოდელებს ქვეყანაში ესკორტ - მომსახურებისთვის იწვევდნენ. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელში მოდელის არაბ მილიონერთან მიმოწერის სქრინი გავრცელდა, რომელშიც მას გოგონას "შეკვეთა" საკუთარი 13 წლის ვაჟისთვის სურდა.




კორუფცია და ფულის გათეთრება


image


არც თუ ისე დიდი ხნის წინ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დიდი სკანდალი აგორდა, რის შედეგადაც საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ობაიდ საქრ ბუსიტი გაასამართლეს და დააპატიმრეს კიდეც, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ კორუფცია სისტემური პრობლემაა და ხელისუფლებამ ჯოხი უბრალოდ ქვედა რგოლის თანამდებობის პირზე გადატეხა. ამ ქვეყანაში ფულის გათეთრებაც საკმაოდ მარტივად ხდება. კანონები მკაცრი არ არის, ხოლო გადასახადების განაკვეთები ან საკმაოდ დაბალია ან ისინი უბრალოდ არ არსებობს.






0
1025
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1025