x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
იაპონია ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილებით ვაჭრობის აკრძალვას აპირებს
image
იაპონური მედია საშუალებების ცნობით, ამომავალი მზის ქვეყანა აპირებს ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვის აკრძალვას, მიზეზად კი გარემოს დაცვა სახელდება. ხელისუფლება აპირებს ხელი შეუწყოს ელექტრო- და ჰიბრიდული ავტომობილების წარმოების ხელშეწყობას.იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ ოქტომბერში განაცხადა, რომ ქვეყანა 2050 წლისათვის ჭარბი ნახშირორჟანგისგან თავისუფალი უნდა იყოს. იაპონიის ხელისუფლებას ინიციატივას მიესალმებიან გარემოსდამცველები და გაერო.

აღსანიშნავია, რომ აზიის ქვეყანა კვლავაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ნავთობპროდუქტის საწვავზე. ჯერ-ჯერობით მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებს 2050 წლისათვის დასახული მიზნის მიღწევას.ცნობილია მხოლოდ ის, რომ 2030-იანი წლების შუა პერიოდისათვის ქვეყანაში აღარ დაიშვება ბენზინისა და დიზელის ძრავიანი ავტომობილები.

იგივეს აპირებს დიდი ბრიტანეთი და კალიფორნიის შტატი. ამ უკანასკნელში ჯერ კიდევ სექტემბერში გაკეთდა განცხადება, რომ ქვეყანაში 2035 წლიდან მხოლოდ ნავთობპროდუქტებისაგან თავისუფალი მანქანები უნდა გაიყიდოს. დიდი ბრიტანეთი კი იგივეს 2030 წლისათვის გეგმავს.

აღნიშნულ ინიციატივებს განიხილავენ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, თუმცა მათ კონკრეტული ვადები და გეგმები ჯერ-ჯერობით არ დაუსახელებიათ.



ასევე საინტერესოა:


როგორი იქნება მომავლის საბურავები და როდიდან შემოვა ის ხმარებაში?!


აუქციონებზე გაყიდული 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი (+ ფოტოები)


ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი ავტომობილებსა და მათ პატრონებზე (ნაწილი 4)


ქალი და მანქანა – ძალიან სახალისო ფოტოები და გიფები (ნაწილი 2)

0
47
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0