x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თურქი ანჯელინა ჯოლი - ვინ არის რეალურად ზულეიჰა "ჩუქუროვადან", რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა 29 წლით უფროს კოლეგასთან აქვს
image


ჰი­ლალ ალ­თინ­ბი­ლე­ქი კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბია თურ­ქე­თი­დან, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი იც­ნობს სე­რი­ა­ლი­დან „ერთხელ ჩუ­ქუ­რო­ვა­ში.“ მომ­ხიბ­ვლელ მსა­ხი­ობს თურქ ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­საც კი უწო­დე­ბენ და თვლი­ან, რომ ის ვი­ზუ­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ჰგავს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს.


ჰი­ლა­ლი 29 წლი­საა. ის 1991 წლის 21 იან­ვარს თურ­ქე­თის ქა­ლაქ იზ­მირ­ში და­ი­ბა­და. მისი ოჯა­ხი კო­სო­ვო­და­ნაა. მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ით ჯერ კი­დევ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში და­ინ­ტე­რეს­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბას სწავ­ლობ­და, თუმ­ცა პა­რა­ლე­ლუ­რად სამ­სა­ხი­ო­ბო კურ­სებ­ზეც და­დი­ო­და.


image



მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში, სა­დაც ხუ­თე­ულ­ში მოხ­ვდა და მალე მის ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბად მო­დე­ლო­ბა იქცა. 2009-2010 წლებ­ში სტამ­ბოლ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა­ში სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბას სწავ­ლობ­და. ალ­თინ­ბი­ლე­ქის სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბი­უ­ტი 2011 წელს შედ­გა, რო­დე­საც დე­რინ სუ­ლა­რის როლი შე­ას­რუ­ლა.


image


2013 წელს ის თა­მა­შობ­და სე­რი­ალ­ში Karagül, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში „შავი ვარ­დის“ სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა ჰი­ლა­ლი სწო­რედ ამ სე­რი­ა­ლი­დან გა­იც­ნო.


Karagül ჰი­ლა­ლის კა­რი­ე­რის­თვის გარ­დამ­ტე­ხი აღ­მოჩ­ნდა. ის შე­ამ­ჩნი­ეს ცნო­ბილ­მა რე­ჟი­სო­რებ­მა და არა­ერ­თი მიწ­ვე­ვა მი­ი­ღო. 2016 წელს ითა­მა­შა სე­რი­ალ­ში Hayatımın Aşkı, ხოლო 2018 წლი­დან სე­რი­ალ Bir Zamanlar Çukurova-ს მთა­ვარ გმირს, ზუ­ლე­ი­ჰას თა­მა­შობს. სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე დიდი ხა­ნია ეკ­რან­ზეა, მა­ყუ­რე­ბელს არ ჰბეზ­რდე­ბა და თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს შო­რის ლი­დერ პო­ზი­ცი­ა­ზეა.


image


ჰი­ლალ ალ­თინ­ბი­ლე­ქის სამ­სა­ხი­ო­ბო მოღ­ვა­წე­ო­ბა არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მხო­ლოდ სე­რი­ა­ლე­ბით. ის გა­და­ი­ღეს ფილმში სა­ხე­ლად Çocuklar Sana Emanet-ს, სა­დაც პარტნი­ო­რო­ბა გა­უ­წია თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქუ­ლი კი­ნო­ინ­დუსტრი­ის მთა­ვარ ვარ­სკვლავს, ენ­გინ აქი­უ­რექს...განაგრძეთ კითხვა <<<



0
603
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
603
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0