x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ცოცხლობენ თუ არა დაბალი მამაკაცები მაღლებზე დიდხანს?
დაბალი მამაკაცები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მაღლები. ეს იმიტომ, რომ ასეთ კაცებში აღმოჩენილია გენი, რომელიც მათ ასაკის მატებით გამოწვეული ეფექტებისგან იცავს.
2014 წელს ჩატარებული კვლევით, რომელშიც 8, 000-ზე მეტი ჰავაიზე მცხოვრები ამერიკელ-იაპონელი მოხუცებული მონაწილეობდა, დადგინდა, რომ მამაკაცის სიმაღლე და სიცოცხლის ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.
image
მეცნიერებმა დაბალი და საშუალო სიმაღლის მამაკაცებში აღმოაჩინეს ე.წ "სიცოცხლის მახანგრძლივებელი" FOXO3 გენი. ასაკოვნების ორგანიზმში ეს გენი დიდი რაოდენობით ინარჩუნებს ღეროვან უჯრედებს, რომლებიც ქსოვილების ეფექტური განახლებისთვისაა საჭირო. ამავე კვლევით დადგინდა. რომ, დაბალ მამაკაცებში კიბოსა და დიაბეტის განვითარების დაბალი რისკია.
თუმცა, უნდა გვითვალისწინოთ, რომ ტანდაბალი მამაკაცების გენეტიკური კოდი უბრალოდ დადებითად აისახება მათ ორგანიზმზე, და ვინმეს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე წინასწარი დასკვნების გაკეთება აბსურდია. გენეტიკასთან ერთად გარემო ფაქტორები უმნიშვნელოვანეს და ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს დაავადებების განვითარებაში. ასე რომ, მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, დაკავდით სპორტით, უარი თქვით მავნე ჩვევებზე და თქვენი ორგანიზმი მადლიერი დაგრჩებათ!
0
52
2-ს მოსწონს
ავტორი:Diamond
Diamond
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0