x
მეტი
  • 21.01.2021
  • სტატია:107061
  • ვიდეო:350357
  • სურათი:474502
ინდოელმა დიზაინერმა სახელად "კოვიდი" ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილში იწინასწარმეტყველა პანდემია(ვიდეო)

image

გასული წლის აპრილში სავალალო მომავალი იწინასწარმეტყველა ინდოელმა დიზაინერმა სახელად, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ "კოვიდი".


"ტიკტოკის" მომხმარებელმა ჯოან შუმახერ-მარტინმა გადაწყვიტა პოპულარული შოუს "Project Runway" - ს გადახედვა, მე -17 სეზონის ნახვის დროს ქალი უსიამოვნო აღმოჩენას ელოდა.

გასული წლის აპრილში ინდოელმა დიზაინერმა კოვიდ კაპურმა, არაჩვეულებრივი დავალების შესრულებისას, შემთხვევით ასახა ასახა მომავლის სამწუხარო რეალობა.

დიზაინერს ისეთი ისეთი კოსტუმი უნდა გაეკეთებინა, რომელიც მაქსიმალურად დაფარავდა მოდელის სხეულს. კოვიდ კაპურმა მოდელს პირბადე გაუკეთა.

image

როგორც კი ჯოანმა ეს ფაქტი გააცნობიერა, მან მაშინვე ვიდეო "ტიკტოკზე" გაავრცელა, სადაც 2, 6 მილიონი ნახვა დააგროვა.

ქალის ასეთი აღმოჩენის უნარმა ინტერნეტმომხმარებლები გააოცა და გაამხიარულა, როგორც გაირკვა, მომავალის წინასწარმეტყველება არა მხოლოდ "სიმპსონებს" შეუძლიათ, - წერს Daily Star.

image

"სუნთქვა შემეკრა, როდესაც მისი სახელი გავიგე"


"სიმსონების გარდა, ყოფილა კიდევ ერთო შოუ, სადაც შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ"-წერენ კომენტარებში.


კომიკური იყო ის ფაქტი, რომ ჟიურიმ დიზაინერს და მის იდეას არანორმალურსა და ავადმყოფური უწოდა, თუმცა მათ ხმის ინტონაციაში აღტაცება იგრძნობოდა.

თავად კოვიდმა, როდესაც შეიტყო მისი მოულოდნელი პოპულარობის შესახებ, ინტერნეტ – მომხმარებლების რეაქციაზე სიცილით თქვა.

”შემოქმედისთვის მნიშვნელოვანია ისაუბრონ მის ნამუშევარზე, ეს ყველაზე მთავარია”, - თქვა დიზაინერმა.


ეს ნამდვლიად გამოუვიდა კოვიდ კაპურს წელიწადნახევრის შემდეგ, თუმცა მომაკვდინებელი ვირუსი "კოვიდ-19"-ის წყალობით.


0
140
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0