მსოფლიო ,,ოთხ წელიწადში შევხვდებით" –მუქარა თუ რეალური გეგმა?! 2020, 2 დეკემბერი, 23:43 აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებიდან სულ რამდენიმე კვირაა გასული და დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ საშობაო წვეულებაზე განაცხადა, რომ “ოთხ წელიწადში შევხვდებით". მას კვლავაც არ უსაუბრია ჯო ბაიდენთან მარცხის თაობაზე. ტრამპი კვლავ თავს არიდებს კონკურენტთან მარცხზე საუბარს.ამის ნაცვლად, 21 იანვრამდე ჯერ კიდევ პრეზიდენტი, მომავალზე ლაპარაკს ამჯობინებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, 2024 წელს ის კვლავ წამოაყენებს თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში. “ეს საოცარი ოთხი წელი იყო. ჩვენ შევეცდებით, კიდევ ოთხი წელი მოვიპოვოთ. ჩვენ ოთხ წელიწადში შვხვდებით"- განაცხადა მან.
როგორც ჩანს, რასაც აქამდე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რეალობა იქნება და ტრამპი პოლიტიკას არ მოეშვება. შეგახსენებთ, რომ პოლიტოლოგები ორ ვარიანტს განიხილავდნენ, ერთი, რომ ოლიგარქი 2024 წელს კვლავ იბრძოლებდა პრეზიდენტობისათვის და მეორე, რომ ამის საშუალებას. ასევე საინტერესოა: დონალდ ტრამპის საიდუმლო გეგმა - რას უნდა ველოდოთ მისგან?! კიმ ჩენ ინი ბაიდენის ინაუგურაციაზე რაკეტებს ცეცხლს გაუკიდებს 169 3-ს მოსწონს
|