x
მეტი
  • 20.01.2021
  • სტატია:107041
  • ვიდეო:350353
  • სურათი:474410
პავლე მოციქული და ქრისტიანობის უნივერსალურობა

პავლე მოციქული არის ადამიანი რომელმაც ყველაზე ღრმად და შინარსიანად გაიაზრა იესო ქრისტეს ჭეშმარიტი გზა და მისი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა. მესიის გამოჩენა მთელს მსოფლიოში და ონტოლოგიურ ვლენაში ყველაზე დიდი და გარდამტეხი მოვლენა იყო. მან ჩვენი, ადამიანების ცოდვები თავის თავზე აიღო და შემდეგ ეწამა, რათა დაეხსნა ხალხის სულები წარწყმედისა და გადაგვარებისაგან. როგორც პავლე მოციქული გვეუბნება „თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებენ და გამოსულელდნენ“ (რომ. 2014 1:22).

კაცობირობის განვლილ ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ რაოდენ ბევრი ადამიანი იდგას და დგას ქრისტეს გზაზე, რომლებმაც საკუთარი თავი სულიდან ხორცამდე უფალს მიუძღვნეს.ზოგი დაბადებიდან მის გზას გაჰყვა, ზოგის ცხოვრებაში კი ისეთი გარდამტეხი რამ მოხდა, რამაც თვალი აუხილა მას და მზის შუქი, რომელიც უფლისგან მოდის, კვლავ დაინახა. სწორედ ასეთია პავლე მოციქულის გზაც. იგი ჯერ ებრაელი კაცი იყო, სახელად - სავლე, რომელიც ქრისტიანებს დევნიდა. თუმცა როდესაც იხილა ქრისტე დამასკოს გზაზე ხილულ სასწაულად, მან გაიაზრა თავისი თავის არსის მნიშვნელობა, პავლე დაირქვა და ქრისტიანული მოძღვრების გავრცობასა და ქადაგებას შეუდგა. განსხვავება პავლესა და სხვა მოციქულებს შორის სწორედ ესაა. იგი არ დაბადებულა ქრისტეს სიყვარულით აღტკინებული და არც ბავშვობაში მდგარა მის გზაზე. თუმცა ამ გარდამტეხმა ამბავმა იგი სწორ მიმართულებაზე დააყენა და ახლა იგი ქრისტიანობის ერთ - ერთი მთავარი ფიგურაა, რომელმაც მის გავრცობაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იგი ებრაელი იყო, მაგრამ მიიჩნევდა რომ ქრისტიანული სარწმუნოება შეზღუდული არ იყო. არ ქონდა მნიშვნელობა თუნდაც იუდევლად დაბადებულიყავი. მთავარი აქ ღმერთის სიყვარულისა და მისი რწმენის პოვნა იყო საკუთარ თავში, რომლის შემდეგაც იქცევა ადამიანი ქრისტიანად. ხსნა ამ სამყაროში ყველასთვის იყო და არის. ღმერთი მიმტევებელი და შემწყნარებელია ჩვენს მიმართ. ამიტომ სწორედ არ აქვს არცერთ ადამიანს განიკითხოს სხვა, რადგან უფალი ჩვენ არ განგვიკითხავს და ეს საქციელი მის წინაშე თავხედური და ამპარტავნული იქნება. პავლე მოციქული ამტკიცებდა რომ ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ, რომ ვერ გავექცევით უფალს და ვერც მის წინაშე გავიმართლებთ თავს. მისთვის ხსნა არის ქრისტეს ჯვარი „ როგორც ქრისტე მოკვდა ჯვარზე და აღდგა, ისე ქრისტეს მორწმუნე უნდა „მოკვდეს“ თავისი ცოდვისთვის და აღდგეს განახლებული ცხოვრებით ქრისტეში“ (რომ 2014.74) მაშასადამე ხსნა უფლის სიყვარულშია. უფლის სიყვარულის მიღებას არ ჭირდება ძღვენი. ის თავისთავადი და გარანტირებულია როცა ადამიანი იბადება. ადამიანს არ ესაჭიროება რჯულის კანონების დაცვა, მას მხოლოდ წრმენა და სიყვარული განამტკიცებს და წარადგენს უფლის სამსჯავროზე ღირსეულად. „ისევე, როგორც წერა-კითხვის სასწავლი სავარჯიშოები ბავშვებისთვის განათლების საწყის საფეხურზე მოსახმარი, თორემ ზრდასრულ მწერალს ესენი აღარ სჭირდება“(რომ.2014.74).
ქრისტიან ადამიანს თავის სარწმუნოებაზე განსაკუთრებული სიყვარული უნდა გააჩნდეს. ჩვენ უნდა გვიყვარდეს, გვჯეროდეს და გვწამდეს უფლის როგორც ამას პავლე მოციქული გვეუბნება. ოღონდ ყოველივე ეს უნდა იყოს წმინდა და მართალი და არა მოჩვენებითი, სხვების დასანახად გამომჟღავნებული.. რწმენა მუზეუმია, მორწმუნე ადამიანი კი გაცოცხლებული ექსპონანტი და ქანდაკებაა ამ მუზეუმში. ქრისტიანობისათვის დამახასიათებელია მიმტევებლობა, ცოდვების მონანიება. ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი დანაშაულის აღიარება, მისი გამომჟღავნება და შემდეგ გულრწფელად მონანიება უფლის წინაშე.ჩვენ ადამიანებმა, სიკეთე ერთმანეთში უნდა ვეძიოთ. რადგან საწყისი უფალთან მიახლოებისა არის სწორედ ეს. თვით უფალია სიკეთე.თუ გვსურს ცათა სასუფეველში ადგილის დამკვიდრების გზა ვიპოვოთ, როგორც წარმართებმა, ისე იუდევლებმა, მაშინ უნდა ვიპოვოთ უფალი ჩვენს გულებში. „პავლე ამტკიცებდა, რომ ეს რწმენა არ იყო შემოფარგლული მხოლოდ იმ ადამიანებით, ვინც იუდეველად დაიბადა. მეტიც, ეს რწმენა არც იმ წარმართებით იყო შეზღუდული, ვინც იუდეველთა რჯულზე გადავიდა. ქრისტეს მიერ მოტანილი ხსნა, პავლეს მიხედვით, ყველასათვის იყო განკუთვნილი, იქნებოდა ეს იუდეველი თუ ბერძენი“ - ვკითხულობთ „წერილში რომაელთა მიმართ“. იესო ქრისტე არის გზა, რომელიც ჭეშმარითების საწინდარია, ღვთის წინაშე ყველა ადამიანი თანაბარია, უფალს ჩვენ ყველანი ვუყვარვართ და მუდამ გვწყალობს მიუხედავად ჩევნი ცოდვებისა. მან ჩვენ იქამდე შეგვიყვარა, სანამ შევცოდავდით, და ვუყვარვართ მას შემდეგაც რაც მრავალჯერ ვცოდეთ. ამიტომაც უნდა ვირწმუნოთ გონებაში მისი ხსნისა და მიმტევებლობის საოცარი უნარი, მისი ჭეშმარიტი და ნათელი სახე. ცოდვისაგან განთავისუფლება ნამდვილ ქრისტიანს სულიერ თავისუფლებას მიანიჭებს. „რათა აღსრულდეს რჯულის სიმართლე ჩვენში, რომლებიც ვცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად.” (რომ.2014.8:4)
ღმერთი მზეს წააგავს, საიდანაც სიკეთე და სიყვარული უხვად და დაუშრეტელად მოედინება. წყვდიადშია ადამიანი, რომელიც ცოდვითა და უფლის უარყოფით განერიდება მის გზასა და ჭეშმარიტებას და დაიმოკლებს გზას, უფლისკენ მიმავალს. „ეპისტოლე რომაელთა მიმართ“ - ამ ნაწარმოებში კი სწორედ ამ საკითხებს ეთმობა დიდი ადგილი. ის გვაუწყებს რომ უნდა ვიყოთ კეთილნი, ბრძენნი და უბრალონი რათა ავმაღლდეთ და ვიყოთ ისეთივე სრულყოფილები, როგორც ჩვენი მამა, იესო ქრისტეა.

პავლე მოციქული

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:დანი ბაზერაშვილი
დანი ბაზერაშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0