x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ადამიანების მიერ შემთხვევით ნაპოვნი ნივთები, რომლებმაც მათი მფლობელები მილიონერებად აქცია

image ვის არ უოცნებია საგანძურის აღმოჩენაზე, რომელიც მას უმდიდრეს ადამიანად აქცევდა და მათ მისცემდა იმის საშუალებასაც სხვებსაც დახამარებოდა.
ვინც ეძებს ის მუდამ პოულობსო ნათქვამია, არ ვიცი ეს ასეა თუ არა ადამიანებმა, რომლებზეც მექნება საუბარი ამ სტატიაში სრულიად შემთხვევით ისეთი რამ იპოვეს, რომელმაც ისინი მილიონერებად აქცია.
თუნდაც ამ 5, 5 კგ წონის თვითნაბადი ოქროს აღმომჩენი ზედა სურათზე.
2013 წელს ერთერთმა ავსტრალიელმა ოქროს მაძიებელმა სრულიად შემთხვევით იპოვა, ნაპოვნი ოქრო შეფასდა 315 000 ამერიკულ დოლარად, თუმცა მფლობელმა ის უფრო იაფად გაყიდა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მან კიდევ იპოვა 4 კგ წონის თვითნაბადი ოქრო, რომელშიც უკვე ბევრად მეტი გადაუხადეს, საერთო ჯამში ოქროს მაძიებელმა მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

ამერიკელმა ტონი მარონმა იყიდა კოლოფი, რომელშიც ძველი დოკუმენტები ინახებოდა სულ რაღაც 5 დოლარად, კოლოფში კი აღმოჩნდა კომპანია "Coca-Cola"-ს პირველი აქცია რომელიც მარონმა 130 მილიონ დოლარად გაყიდა.
image
"Action Comics"-ის პირველი გამოცემა სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი მინესოტაში ძველ, მიტოვებულ სახლში.
1938 წელს გამოშვებულ რარიტეტში მყიდველმა 2 მილიონი დოლარი გადაუხადა მპოვნელს.
image
1989 წელს აშშ-ს მოქალაქემ იყიდა სურათი 4 დოლარად, სურათი მას არ მოეწონა, სამაგიეროდ მოეწონა მისი ჩარჩო, როცა მან სურათი ჩარჩოდან ამოიღო მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან სურათის უკან ჩამალული აღმოჩნდა აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციის 25 ეგზემპლარიდან ერთერთი, მამაკაცმა ის 8, 1 მილიონ დოლარად გაყიდა.
image
ეს ხურდა ფული ჩვეულებრივი არაა, ის ალუმინისგან იქნა დამზადებული და სულ 7 ცალი გამოუშვეს. ეს მონეტა აჩუქეს იმ ობიექტის მეთვალყურეს, სადაც მოიჭრა აღნიშნული მონეტები და ის მემკვიდრეობით მის შთამომავალს ერგო.
1980 წელს ეს მონეტა მისმა მფლობელმა გაყიდა კოლექციონერზე, რომელმაც მას 2 მილიონი დოლარი გადაუხადა.
image
აშშ-ს მოქალაქემ შეიძინა ოქროს კვერცხი ბაზრობაზე და მასში 14 000 დოლარი გადაიხადა. მან მალევე გადაწყვიტა მისი გაყიდვა, მაგრამ მყიდველი ვერ იპოვა.
მოგვიანებით ის დაინტერესდა მისი "უსარგებლო შენაძენის" ისტორიით და აღმოჩნდა, რომ მისი შენაძენი ფაბერჟეს ნამუშევარი დაკარგული ოქროს კვერცხებიდან ერთერთი იყო და მისი ღირებულება 33 მილიონი დოლარი გახლდათ.
image
2006 წელს კლივლენდის მცხოვრებლები ბობ კიტსი და ამანდა რისი არემონტებდნენ საკუთარ სახლს, მუშაობისას მათ იპოვეს ძველი კოლოფი, რომელიც კედელში იყო დამალული. კოლოფში აღმოჩნდა ამერიკული დოლარების დასტები, ცალკე იდო 20 დოლარიანი კუპიურები, ცალკე 50 დოლარიანები და ცალკე 100 დოლარიანების სქელი დასტები, მთელი ფული შეხვეული იყო ერთ დიდ გაზეთში. როგორც აღმოჩნდა სახლის ადრინდელი მფლობელის წინაპარმა ბიზნესმენმა "დიდი დეპრესიის" დროს შეინახა სოლიდური თანხა ამ სახით.
image
ამერიკელმა მოხუცმა, ას დოლარად ნაყიდ ტუალეტის მაგიდის საიდუმლო უჯრაში განძი იპოვა.




0
607
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
607