x
მეტი
  • 21.01.2021
  • სტატია:107061
  • ვიდეო:350357
  • სურათი:474502
49 წლის ასაკში კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

image

49 წლის ასაკში, პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა დავითაშვილი გარდაიცვალა.

პოლიტიკოსი ალადაშვილის კლინიკაში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, 2 კვირის წინ შეიყვანეს. ის 25 ნოემბერს მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, რადგან სეპტიკური შოკი განუვითარდა.

ცნობისთვის, კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს.

დავითაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით და ეკონომიკის ფაკულტეტი ბიზნესის ორგანიზაციისა და მენეჯმენტის სპეციალობით.

კობა დავითაშვილი იყო რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი, ასევე დედაქალაქის საკრებულოს წევრი 2010-2012 წლებში.

0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0