x
მეტი
  • 20.01.2021
  • სტატია:107038
  • ვიდეო:350353
  • სურათი:474410
უნგრელმა ჰომოფობმა პოლიტიკოსმა 25 მამაკაცისგან შემდგარ ორგიაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც გადადგა

მოგეხსენებათ, მსოფლიოში კორონავირუსი მძვინვარებს, სახელმწიფოები კი ცდილობენ, მკაცრი წესების შემოღებით შეაფერხონ ფატალური პანდემიის შემდგომი გავრცელება. გამონაკლისი არც ბელგიაა, სადაც ლოქდაუნი და შეკრების გარკვეული წესები მოქმედებს. სწორედ ამ წესებს არღვევდა პარასკევს 25 მამაკაცისგან შემდგარი ის ორგია, რომელიც პოლიციამ ბრიუსელში აღკვეთა. ორგიაში მონაწილეობას იღებდა უნგრელი ჰომოფობი პოლიტიკოსი, რომელმაც სცადა, საკუთარი იმიჯი ფანჯრიდან გაქცევით გადაერჩინა, თუმცა უშედეგოდ. პოლიციამ ის მაინც დაიჭირა და დააჯარიმა და სწორედ ამგვარად გახდა ცნობილი, რომ იოზეფ საიერი, რომელმაც საკვანძო როლი ითამაშა უნგრული ჰომოფობიური კანონების მომზადებაში და წლების მანძილზე გეებს ებრძოდა, თურმე თავად იყო გეი.


უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი არის ვლადიმერ პუტინის მეგობარი. ის ხშირად საქართველოსთვის სასარგებლო ინიციატივებს ბლოკავს და მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციისთვის ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ორბანმა, რომელიც უნგრეთს 2010 წლიდან მართავს, მხარდაჭერა ჰომოფობიური გამონათქვამებით მოიხვეჭა, ხოლო საიერი, რომელიც ევროპის პარლამენტში ორბანისტულ ფრაქციას ედგა სათავეში, უნგრეთის პრემიერის მარჯვენა ხელს წარმოადგენდა ამ ბრძოლაში. სწორედ საიერმა შეიმუშავა კონსტიტუციაში შესული ჰომოფობიური ცვლილების პროექტი, რომლის ძალითაც უნგრეთში დღეს ქორწინება განისაზღვრება, როგორც “მხოლოდ ქალის და მამაკაცის ერთობა” (შეგახსენებთ, რომ პუტინმა მსგავსი კონსტიტუციური ცვლილების მიღება საქართველოში სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილსაც დაავალა, ხოლო პარტია “ქართულმა ოცნებამ” პირნათლად შეასრულა ეს დავალება).


მაგრამ სკანდალი მხოლოდ ამით არ ამოწურულა. ბელგიის პოლიციამ საიერის ჩანთაში ნარკოტიკებიც აღმოაჩინა, რომელიც ჰომოფობმა უნგრელმა პოლიტიკოსმა სავარაუდოდ პირადი მოხმარებისთვის შეიძინა.


უნგრელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ წუხს კორონავირუსის საწინააღმდეგო წესების დარღვევის გამო და გადადგება ევროპის პარლამენტში მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან. სკანდალის შემდეგ ჰომოფობი თანამდებობის პირი პოლიტიკიდან წასვლასაც გეგმავს.


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჰომოფობიით გამორჩეული პირი თავად აღმოჩნდა ჰომოსექსუალი. გეი იყო ასევე 2016 წელს, 12 ივნისს ფლორიდაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის ავტორი, რომელმაც 46 ადამიანი იმსხვერპლა, 53 კი დაასახიჩრა. ფაქტია, რომ ხშირად ადამიანები საკუთარი ჰომოსექსუალობის დამალვას გეების წინააღმდეგ მკვეთრი გამოხდომებით ცდილობენ.



საერი


1
245
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
245
  
2020, 3 დეკემბერი, 3:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1