x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
100 წლის წინანდელი აჭარლები - მართლა ეხურათ ყაბალახი, ეცვათ პაიჭი, უკრავდნენ ჭიბონზე
აჭარული გარეგნობა - 1928 - 2020


1929 –––----––––– თანამედროვე



ჩვეულებრივი ყოფა-ცხოვრება, როცა გადადის სცენაზე და იქ თამაშდება ამას კულტურა ჰქვია.


დღეს როცა, ვუყურებთ აჭარულის ცეკვისას სამოსში გამოწყობილ შემსრულებელს, ეს შოუს კოსტუმი კი არა, აჭარელის წლების წინანდელი რეალური სამოსია. ძველი ფოტოები იმის გაცნობიერებას იძლევა, რომ კულტურა შესანიშნავად გადმოსცემს წარსული წლების რეალობას.


ეს ფოტოები გადაღებულია 1928-1929 წლებში მთიან აჭარაში. ისტორიკოსის და ეთნოგრაფის ევგენი შილინგის მიერ, რომელიც ექსპედიციას ატარებდა კავკასიაში კავკასიელი ხალხის ყოფისა და კულტურის შესასწავლად.



ფოტოების ნაწილი სწორედ მისი არქივიდანაა, ნაწილი, კი საოჯახო არქივიდან. ყვალა მათგანი ინახება პეტრე ველიკის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში.



ამ ფოტოზე გამოსახულია სოფელ დიდაჭარის მკვიდრი აქიფ-ეფენდი შვილიშვილებთან ერთად.

ფოტოების შესახებ ავტორისგან ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ჩატარდა განმეორებითი ექსპედიცია და ამავე სოფლის მოსახლეობის დახასიათებით აქიფ-ეფენდი (აქიფ დიმიტრაძე) ერთ-ერთი გამოჩენილი ფიგურა ყოფილა იმ დროინდელ სოფლის ელიტაში. განათლება ჯერ ერაყში შემდეგ კი, სტამბულში მიუღია, კარგად ესმოდა მათემატიკა, ასტრონომია, ჰქონდა რელიგიური განათლება, იცოდა ყურანი და სეფელში, სწორედ, ყურანს და ისლამის რელიგიას ასწავლიდა.


აქიფ-ეფენდ დიმიტრაძე შვილიშვილებთან ერთად


აქიფ დიმიტრაძე,  საოჯახო ფოტოს არქივიდან

აქიფ-ეფენდი ახალგაზრდობისას



ურემი (სელი) აქიფ დიმიტრაძის ეზო


აქიფ დიმიტრაძის სახლი,  საოჯახო ფოტო არქივიდან,  სოფელი დიდაჭარა




გარდა დიდაჭარისა, ფოტოები სხვა სოფლებშიცაა გადაღებული, მაგალითად ეს ფოტო, რომელზეც ჩანს 6 წლის აჭარელი გოგო, გადაღებულია სოფელ ადაძეებში.

ჩვენ ყურადღებას, აქ განსაკუთრებით ის ფაქტი იპყრობს, რომ სულ რაღაც ასი წლის წინ აჭარის მაღალმთიანეთში ბავშვების ჩაცმულობა იყო ასეთი.

6 წლის აჭარელი გოგო ქვის ჯებირთან (ტორესთან),  სოფელი ადაძეები


აჭარლები - სოფელი დიდაჭარა


70 წლის მოხუცი აჭარელი ქალი,  გვარად შავაძე - სოფელი დიდაჭარა


აჭარელი დაუდ ბოლქვაძე ურემის (სელის) მზადების პროცესში


ედემ სურმანიძე ზედმეტსახელად ქოჩაყელა,  აჭარაში ცნობილი როგორც ჭიბონზე კარგად დამკვრელი




2
307
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
307
  
2020, 5 დეკემბერი, 1:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 3 დეკემბერი, 3:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2