x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსმა ფოტომოდელმა ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარი მოკლა
imageფოტომოდელი ლილია სუდაკოვა შაბათ-კვირას, უქმეებში ქმართან, სერგეი პოპოვთან ერთად სანკტ-პეტერბურს სტუმრობდა. სუდაკოვას ქმარმა მეგობარი ქალი მიიყვანა ბინაში და ცოლის წინაშე არშიყი დაუწყო. ეს კი ვერ აიტანა ცნობილმა მოდელმა.


ფოტომოდელ ლილია სუდაკოვას მრავალი ცნობილი პრიალა ჟურნალების ფურცლებზე შეხვდებოდით . მისი ფოტოები Vogue– შიც კი იყო.

image

ამ შაბათ-კვირას მოდელი და მისი მეუღლე მოსკოვიდან პეტერბურგში ჩავიდნენ დასასვენებლად. წყვილმა ბინა იქირავა, სადაც სერგეიმ მეგობარი ქალი მოიყვანა. ახალგაზრდა კაცი მეუღლის თვალწინ კომპლიმენტებს არ აკლებდა ქალს და თითქმის ყველანაირი ფორმით ფლირტაობდა მასთან.


image

ლილიას, რა თქმა უნდა, ეს არ მოეწონა, რის გამოც ახალგაზრდებმა იჩხუბეს. დასამშვიდებლად გოგონა სამზარეულოში გავიდა და საჭმლის მომზადება დაიწყო. სერგეიმ კი გადაწყვიტა კამათის გაგრძელება, შეუვარდა სამზარეულოში და ცოლს ცემა დაუწყო.

მოდელის ხელში ეჭირა სამზარეულოს დანა, რომელიც ქმარს გულმკერდის არეში ჩაარტყა. ერთი დარტყმა სასიკვდილო აღმოჩნდა პოპოვისთვის. შეშინებულმა ლილიამ ამის შემდეგ სასწრაფო გამოიძახა.(ასე ჰყვება მიმხდარ ტრაგედიას თავად ლილია, გამოძიება დეტალების დადგენაზე მუშაობს)

ადგილზე მოსულმა სასწრაფომ ახალგაზრდა კაცის გადარჩენა ვერ შეძლო. 25 წლის მოდელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება სტატიით- გაუფრთხილებლობით მკვლელობა.

0
265
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0