x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯეკი ჩანი ქონების ნახევარს ქველმოქმედებას მოახმარს
image

ცნობილი მსახიობი ამბობს, რომ სურს დაემსგავსოს ბილ გეიტსს და უორენ ბაფეტს, რომლებიც ხალხის დასახმარებლად მილიარდებს ხარჯავენ.


ცნობილმა ჰონგ-კონგელმა მსახიობმა ჯეკი ჩანმა განაცხადა, რომ ის აპირებს ანდერძით, მისი გარდაცვალების შემდეგ თავისი ქონების ნახევარი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცეს.


უძრავი და მოძრავი ქონების ნახევარი გადავა მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდში. ფონდი ჯერ კიდევ 1988 წელს დაარსდა, რომელიც იმ ჰონგ -კონგელი თინეიჯერებისთვის იყო გათვალისწინებული, რომლებსაც უჭირდათ .თუმცა, სამი ათწლეულის განმავლობაში, ჯეკი ჩანის ორგანიზაციის საქმიანობა გაიზარდა და მოიცვა მთელი აზიის რეგიონი. ახლა ფონდი ეხმარება არა მარტო თინეიჯერებს, არამედ სტიქიური უბედურებისგან დაზარალებულებს, ასევე მისი ფონდი აფინანსებს სამედიცინო კვლევებს და ფინანსურად ეხმარება ხელოვნების სხვადასხვა დარგებს.




ჯეკი ჩანმა ჰონგ კონგის ჟურნალისტებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ იმ დროს აცნობა, როდესაც კომენტარი გააკეთა მსოფლიოში ერთ – ერთი უმდიდრესი ადამიანის, უორენ ბაფეტის შესახებ, რომელმაც ორშაბათს, 29 ნოემბერს გამოაცხადა, რომ კომპანია Berkshire Hathaway– ის აქციების 85% –ს შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდსი გადარიცხავს.


ბაფეტის ქონება 44 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, შესაბამისად, ის საქველმოქმედო ორგანიზაციებს დაახლოებით 37 მილიარდს გადასცემს.


უფრო მეტიც, მან გადაწყვიტა 31 მილიარდი ჩარიცხოს ბილ და მელინდა გეიტსის ფონდში, რომელიც შეიქმნა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, შემდეგ კი გააფართოვა თავისი საქმიანობა აშშ-ში სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების და განათლების მხარდასაჭერად.


" აღფრთოვანებული ვარ იმით, რასაც გეიტსი და ბაფეტი აკეთებენ. მათ მსგავსად, მე მსურს დავეხმარო სხვა ადამიანებს, თუმცა ამდენი ფული არ მაქვს", - თქვა ჯეკი ჩანმა.

0
158
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0