x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
„ერთადერთი ვინც სიმართლეს ამბობს მსოფლიოში, მე ვარ… არ დავდუმდები!“ – ლელა კაკულია
image


წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში 2012 წელს ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებს აქვეყნებს და ქართული პოლიტიკის შესახებ წერს.


„მავანთა საყურადღებოდ: ვისთვის გასამხნევებლად, ვისთვის – გასაფრთხილებლად!!!


ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება, ჩაწერილი 2012 წლის 22 აპრილს



რამდენიმე წლის წინ წამოვიდა კოსმოსიდან ასეთი ფრაზა: „მე დავდუმდები!“


მაგრამ გამომდინარე ჩემი ხასიათიდან, არ დავემორჩილე, ასე ვთქვათ, კოსმოსის ბრძანებას და განვაგრძობ წინასწარმეტყველების გამოქვეყნებას.


ისე, კი მაქვს კახური სიჯიუტე, გურული სიფიცხე და მეგრული სიბრძნე. აი, ეს ხასიათი დიდად უწყობს ხელს ჩემს ბრძოლას ამ დადუმებასთან. ნამდვილად ვერ შევეგუები, რომ ამხელა ინფორმაცია, რომელიც მოდის კოსმოსიდან და რასაც წლების განმავლობაში ვწერ, არ განვაცხადო და დავდუმდე. რატომ უნდა გავახარო საქართველოს მტერი შადიმანები?! თანაც, ვიცი, რომ ერთადერთი, ვინც სიმართლეს ამბობს მთელ მსოფლიოში, მე ვარ.


სასაცილო ისაა, რომ ის ხალხი, ვინც ვითომ ბევრი რამე იცის პოლიტიკაში, მის ანალიზში და ამით თავი მოაქვთ, ისინი არიან დადუმებულები.


მე კი ჩემი ხალხისთვის ვწინასწარმეტყველებ. ჩემი ქართველი რომ კითხულობს წინასწარმეტყველებებს, ის ამით მშვიდდება, ვინაიდან იცის, რომ ყველა სიტყვა ასრულდება.

შადიმანებო, ქართულ პოლიტიკაში ცუდად ნუ აფათურებთ ხელებს, თორემ…

ძალიან ბევრ რამეს ვხედავ, რაც საქართველოში ხდება, მაგრამ ერთს ვიტყვი მხოლოდ:


ჩემო ქართველებო, ნურაფრის გეშინიათ! გარკვევით ვხედავ, როგორ სდის ღვთისმშობელს თვალთაგან სიხარულის ცრემლი!!!


ძალიან ბევრ რამეს ვხედავ, მაგრამ არ ვწერ!!!“ – წერს ლელა კაკულია.


„ნუ მიპირისპირდებით, ჩემს მტრებს მივმართავ – ტროლებს და ბოტებს. ვაი თქვენ. ჩემს თავს ხალხს ვერ შეაძულებთ.


თქვენ პირდაპირ კოსმოსების მამას ებრძვით. პასუხი არ დაიგვიანებს. მე ყოველთვის მეუბნება მამა – ვინც შენ გმტრობს, ჩემი მტერიაო. ხოდა პასუხიც გექნებათ ძალიან მალე, ამინ!“ – ამბობს ლელა კაკულია.

2
1852
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
1852
  
2020, 3 დეკემბერი, 3:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 1 დეკემბერი, 3:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2