x
მეტი
  • 27.01.2021
  • სტატია:107277
  • ვიდეო:350489
  • სურათი:475011
"თოვლის ბაბუა" - უგემრიელესი საახალწლო კერძი პომიდვრისაგან

image



ღაჟღაჟა წითელი "თოვლის ბაბუები" იწვევს აღფრთოვანებას როგორც დიდებში, ისე პატარებში, რომლებიც ერთად იკრიბებიან საახალწლო სუფრასთან. ყველის ფარშით, ნივრითა და მაიონეზით პომიდვრებისაგან კერძის მომზადებას სულ რაღაც რამდენიმე წუთი სჭირდება და თქვენ ადვილად დაამშვენებთ საახალწლო სუფრას ულამაზესი ნახელავით.




საჭირო პროდუქტები (3 ულუფაზე):


საშუალო ზომის 3 ცალი პომიდორი;

მაგარი ყველი - 150 გრამი;

ნიორი (სურვილისამებრ) - 2 კბილი (გემოვნებით);

მაიონეზი - 2 სუფრის კოვზი;

შავი წიწაკა - 6 ცალი;

წითელი წიწაკა (ან ბროწეულის მარცვლები) - 3 ცალი;

მარილი - გემოვნებით;



მომზადებისათვის საჭირო დრო: 10 წუთი;


მომზადების ეტაპები:

გადააბრუნეთ პომიდვრები და მოაჭერით თითო-თითო საშუალო სისქის რგოლი კერძის თავსახურისათვის.



image


ჩაის კოვზით ნაზად, აკურატულად ამოაცალეთ პომიდვრებს შიგთავსი ისე, რომ ცარიელი "ჭურჭელი" მიიღოთ.



image


ყველი გახეხეთ.

თუ დიდებისათვს გსურთ ეს კერძი, მაშინ ნიორიც დაამატეთ, ხოლო თუ ბავშვებმა უნდა მიირთვან, მაშინ თავი შეიკავეთ ამ ინგრედიენტის გამოყენებისაგან. დაამატეთ 1 სუფრის კოვზი მაიონეზი და აურიეთ ყველი, ნიორთან და მაიონეზთან ერთად.

ყველის ფარშით დატენეთ ცარიელი პომიდვრები, ეცადეთ, ყელამდე ამოავსოთ.



image



ფრთხილად, ნაზად ამოჭერით პომიდვრებიდან სამკუთხედის ფორმის ნაჭრები (როგორც ფოტოზეა მითითებული).ეს გვჭირდება იმისათვის, რათა მაიონეზის ულვაშები დამაგრდეს კერძზე.



image


ფარშირებული პომიდვრები დახურეთ წინასწარ მოჭრილი ნაჭრებით.



image


დარჩენილი მაიონეზით დახატეთ თოვლის ბაბუას, სანტას ულვაშები. გაუკეთეთ მას სახე: შავი წიწაკის 2 მარცვლისაგან დაუსვით თვალები, ხოლო პირის ადგილას მოათავსეთ 1 ცალი ბროწეულის მარცვალი, ან წითელი წიწაკის მარცვალი.

image

საახალწლო კერძი ყველით, ნივრით და მაიონეზით ფარშირებული პომიდვრებისაგან სადღესასწაულო სუფრაზე ბრწყინვალედ გამოიყურება.





0
59
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0