x
image
Yoona
გაიღიმეთ: გაყიდულია 12 მლნ–ზე მეტი ClearMask - გამჭვირვალე ნიღაბი დაორთქვლის გარეშე
ამ წლის დასაწყისში მსოფლიო COVID-19-ის პანდემიამ მოიცვა და ჩვენ ვნახეთ გასაყიდი მრავალი სახის ნიღაბი და სახის ფარი, მათ შორის კოსმოსური ჩაფხუტები და თვითწებვადი საფენები. ერთ–ერთი პრობლემა ისაა, რომ ასეთი აქსესუარები ჩვენს ტუჩებს და სახის გამომეტყველებას მალავს, რაც ერთმანეთის გაგებას ართულებს.

image

სწორედ ამიტომ, ზოგიერთმა მწარმოებელმა შეიმუშავა ქირურგიული, სრულად გამჭვირვალე ნიღბები, რომლებიც საერთოდ არ ორთქლდება.


ახალი გამოგონება


ClearMask – კერძო ამერიკული სამედიცინო მასალების კომპანიაა, რომელმაც მსოფლიოში პირველად შეიმუშავა ქირურგიული გამჭვირვალე ნიღაბი. ახალი აქსესუარი FDA დაამტკიცა და შეიძლება გამოყენებულ იქნას საავადმყოფოებში, სკოლებში, საცალო სავაჭრო ობიექტებში, სასტუმროებსა და სხვა ადგილებში.

image

ნიღაბი ClearMask კომფორტულია და აკმაყოფილებს ASTM Level 3 მოთხოვნებებს სითხის და აალების საწინააღმდეგო გამძლეობის მიმართ, რაც მაღალ დაცვას უზრუნველყოფს ისეთ ადგილებში, როგორიცაა საოპერაციო ოთახი.

image

„ჩვენი აქსესუარი გამოადგება ბავშვებს, სმენა დაქვეითებულ და ხანდაზმულ ადამიანებს, მათ, ვინც სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. ClearMask ნიღაბს ყველა რესურსი აქვს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში მონაწილეობა მიიღოს“ – ამბობს ალისა დიტმარი, ClearMask–ის პრეზიდენტი.

image

დღესდღეობით გაყიდულია 12 მლნ–ზე მეტი ნიღაბი. აქსესუარი შეგიძლიათ შეიძინოთ ClearMask–ის ვებგვერდზე. ნიღბები იყიდება შეფუთვებით, თითო შეფუთვაში 24 ცალია.


ასევე დაგაინტერესებთ:

სანამ მსოფლიო ზარალს განიცდის, ორმა ბიზნესმენმა ხელთათმანების გაყიდვით მილიარდერის სტატუსი მიიღო

image

18 ნიღაბი მახვილგონივრული წარწერით მათთვის, ვინც ნიღბის ტარებაზე უარს ამბობს

image

გაქურდვიდან წარმატებულ ბიზნესამდე: არასტანდარტული ბიზნეს იდეის ისტორია

image

5 წელი მილიონერებს ვაკვირდებოდი და იცით რა აქვთ საერთო? მხოლოდ 1 ფაქტორი!

image

საჭმელი ყველაფერია: ქალები Mukbang-ის ახალ მიმართულებას შეუერთდნენ და მთელი ქონება გამოიმუშავეს

image

0
152
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
152