x
image
გემი დალანდი
8 მითი ჯანმრთელობაზე,რომლისაც დღემდე სჯერათ
სულ რაღაც 100 წლის წინ ყველანაირ დაავადებას სისხლის გამოშვებითა და წურბელებით მკურნალობდნენ. 50 წლის წინ კი სჯეროდათ, რომ ფსიქიკურ აშლილობასა და დეპრესიას ლობოტომია შველოდა.

დღეს ეს ყველაფერი სასაცილოდაც კი არ გვყოფნის, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენს დროშიც არიან ადამიანები, რომელთაც დღემდე სჯერათ სხვადასხვა დაუმოწმებელი ფაქტების თუ მითების. დღეს ამ მითებიდან 8-ს წარმოგიდგენთ.

image

1. თუ ბავშვობაში ალერგია არ გაწუხებდათ, არც დიდობაში დაგემართებათ


კარგი იქნებოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ მედიკოსებმა დიდი ხანია გააცამტვერეს ეს მითი. ამა თუ იმ პროდუქტზე აუტანლობა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს და თანაც მძიმე ფორმითაც. ამიტომ, თუ რომელიმე პროდუქტზე თქვენმა ორგანიზმმა უჩვეულო რეაქცია გამოავლინა, აუცილებლად ეწვიეთ ალერგოლოგს და ტესტი გაიკეთეთ. თუ ალერგია დადასტურდა, მოგიწევთ ამ პროდუქტზე უარი თქვათ.

image

2.აცრა აუტიზმს იწვევს

მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა, ბევრი მშობელი უარს ამბობს შვილის აცრაზე, იმ მოსაზრებით, რომ აცრები აუტიზმს იწვევს. ბოლო წლებში კი არაერთი კვლევა ჩატარდა, რომელმაც ეს მოსაზრება გააბათილა. ამის მიუხედავად მაინც ბევრი ამბობს აცრაზე უარს და ამით უფრო დიდ საფრთხეს უქმნის თავისი შვილის ჯანმრთელობას.

image

3.ასთმა მოზრდილ ადამიანს არ ემართება

ვწუხვართ, მაგრამ ეს მოსაზრებაც მითია. ისევე როგორც ალერგია, ასთმაც შეიძლება მოზრდილობისას განუვითარდეს ადამიანს. ამიტომ, ურიგო არ იქნებოდა, თუ ყველას ეცოდინებოდა ამ დაავადების სიმპტომები და საჭიროების შემთხვევაში ექიმს დროულად მიმართავდა.

image

4.კვერცხი ქოლესტერინის მატებას უწყობს ხელს

უკვე რამდენიმე ათეული წელია ადამიანებს სჯერათ, რომ კვერცხი ე.წ. “ცუდ" ქოლესტერინს შეიცავს და მისი ხშირი მირთმევა ჩვენს სისხლძარღვებს აზიანებს. კვლევები კი ამტკიცებს, რომ არავითარი კავშირი კვერცხსა და სიხლძარღვების კედლებზე დალექილ ქოლესტერინს შორის არ არსებობს. პირიქით, კვერცხი ძალიან სასარგებლოა, რადგან შეიცავს რკინას, კალციუმს, А, D, Е და К ვიტამინებს.

image

5.ყავა ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს

კოფეინს ნამდვილად გააჩნია შარდმდენი თვისება, მაგრამ ყოველდღიურ რაციონში ყავის ჩართვა აუცილებელიც კია. უკვე დამტკიცებულია, რომ ყავა ადამიანის ორგანიზმისთვის სითხის ისეთივე წყაროა, როგორც ჩვეულებრივი წყალი.

image

6.ხვრინვა ნორმალური მოვლენაა

ერთადერთი შემთხვევა, როცა ხვრინვა ნორმალურ მოვლენად შეიძლება ჩავთვალოთ, ეს გართულებული სურდოა, როცა ცხვირით ვეღარ ვსუნთქვათ.სხვა შემთხვევაში ხვრინვა ადამიანის ორგანიზმის პრობლემას უკავშირდება. ჰიპერტონია, მეორე ტიპის დიაბეტი, გულის პრობლემები-ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ დაავადებების სიიდან, რომელთა ერთ-ერთი სიმპტომიც აპნოეა (ხვრინვა).

image

7.ნემსი აბებზე ეფექტურია

ბევრს სერიოზულად სჯერა, რომ ინექცია აბებზე ეფექტურია. ამას იმით ხსნიან, რომ აბები თუ კაფსულები თითქოს ცუდად მოქმედებს კუჭ-ნაწლავზე და ორგანიზმის მიერ ცუდად შეიწოვება. სინამდვილეში, კვლევებით დადგენილია, რომ თუ დოზას ზუსტად დაიცავთ, წამალს ჩვენს ორგანიზმზე უარყოფითი ზეგავლენა არ ექნება. რაც შეეხება ნემსით წამლით შეყვანას, მას მხოლოდ იმ დროს აქვს უპირატესობა, როცა ადამიანი უგონოდაა ან ყლაპვა არ შეუძლია.

image

8.სტრესს კუჭის წყლულის გამოწვევა შეუძლია

სტრესი ჩვენს ორგანიზმს ასუსტებს და უფრო მოწყვლადს ხდის ინფექციების მიმართ, მაგრამ რაც შეეხება კუჭის წყლულს, მისი გამომწვევი ჰელიკობაქტერიაა.

imageდიახ, სამედიცინო მითები და ცრურწმენები ჩვენს საზოგადოებაში მრავლადაა. თუმცა, მდგომარეობა არც ისე უიმედოა, როგორც ეს 100 წლის წინ იყო, როცა თავად ექიმებიც უცნაური და შეიძლება ითქვას, რომ ბარბაროსული მეთოდებით მკურნალობდნენ ადამიანებს.

2
447
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
447
  
2020, 5 დეკემბერი, 1:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 4 დეკემბერი, 13:49
სტრესი იწვევს ყველაფერს;-)
0 1 2