x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის გავრცელებას ხელს უშლის. გამოკითხულთა მხოლოდ 4% ამბობს, რომ ვირუსის გავრცელებას ლაბორატორია ხელს უწყობს.

66%-დან უმრავლესობა - ჯამში 98% ამბობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ლაბორატორიის როლი ძალიან მნიშვნელოვანი ან მნიშვნელოვანია.

NDI-ს კვლევის მიხედვით, 60% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ლუგარის ლაბორატორიაში რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღი იქმნება. ამ მოსაზრებას მხოლო 4% ეთანხმება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწელეულია, ამერიკელების მიერ აშენებული ლუგარის ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სამიზნეა. სწორედ ამ კამპანიის ნაწილია ცენტრში ბიოლოგიური იარაღის დამზადების, ან ხელოვნურად შექმნილი ვირუსების გავრცელების შესახებ დეზინფორმაციაც. image

0
9
1-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0