x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აქვს თუ არა დედამიწის მოსახლეობას გადარჩენის შანსი, თუ მამრობითი სქესის წარმომადგენლები აღარ იქნებიან
image

ადამიანები ხშირად ინტერესდებიან იმ სიტუაციების შედეგებით, რომელიც შეიძლება შორეულ მომავალში შეიქმნას. მაგალითად, მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ დაახლოებით ხუთი მილიონი წლის შემდეგ, პლანეტა დედამიწაზე არცერთი მამაკაცი აღარ იქნება. რა მოელის ასეთ შემთხვევაში ცივილიზაციას? მოელის თუ არ კაცობრიობას გადაშენება?

image

აქვს თუ არა დედამიწის მოსახლეობას გადარჩენის შანსი მამრობითი სქესის გარეშე? ამ კითხვაზე მეცნიერების უმრავლესობას უარყოფითი პასუხი აქვს. თუმცა არის საწინააღმდეგო მოსაზრებაც. იგი პართენოგენეტიკურ გამრავლების შესაძლებლობას გულისხმობს, ანუ კაცობრიობის მშვენიერი სქესის წარმომადგენლები შთამომავლობის გაგრძელებას მამაკაცების მონაწილეობის გარეშე შესძლებენ. საქმე იმაშია, რომ ქალები ფლობენ ქრომოსომების სრულ ნაკრებს, რამდენადაც დაბადებიდან ორი X ქრომოსომა აქვთ–ერთი დედისგან, მეორე მამისგან. ასეთი ქრომოსომა შეიცავს დაახლ. 1400 გენს. მამაკაცები კი დაბადებისას იღებენ მხოლოდ ერთ X ქრომოსომას და ერთ Y ქრომოსომას, რომელიც დაახლ. 200 გენს შეიცავს. ასე რომ, ქალის ორგანიზმი შეიცავს 2800 გენს, მამაკაცის–1600. ამიტომ ქალებს პართენოგენეზის უნარი გააჩნიათ. ეს გამრავლების ისეთი სახეა, რომლის დროსაც მომწიფებული მდედრობითი სქესის ორგანიზმის კვერცხუჯრედი დამოუკიდებლად იწყებს განვითარებას, ანუ გამრავლებისთვის მამრობითი სასქესო უჯრედის განაყოფიერება არ სჭირდება. ამ ფორმით განვითარება შეუძლია ცხოველების, მწერების და თევზების ზოგიერთ სახეობას (მაგ., მედუზებს, თასმისებურ ჭიებს, ბუგრებს, ზღვის ღრუბლებს, მარმარილოს კიბორჩხალებს, მახრჩობელა გველებს, კომოდის ვარანებს, თავჩაქუჩა თევზებს). პართენოგენეზის შემთხვევაში მხოლოდ გოგონები დაიბადებიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, კაცობრიობა არ ამოწყდება.

რა შეიძლება ითქვას ცხოვრების სხვა სფეროების შესახებ? როგორ შეიძლება აისახოს მამაკაცების გაქრობა სამყაროზე? საინტერესოა, რომ მეცნიერები სამყაროს მამაკაცების გარეშე საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებენ. მათი მოსაზრებით, ძლიერი სქესის გაქრობასთან ერთად წარსულს ჩაბარდება ომები და პოლიტიკური კონფლიქტები. სპეციალისტების უმრავლესობის აზრით, ხშირად სწორედ მამაკაცები არიან ომების წამომწყებები. მეტიც, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოროტმოქმედებს შორის ქალების რაოდენობა 5-ჯერ ნაკლებია. ეს გარკვეულწილად კავშირშია იმასთან, რომ მამაკაცები დაბადებიდანვე უფრო მიდრეკილი არიან აგრესიასა და ძალადობისკენ. ამიტომ მათი გაქრობა, ალბათ დანაშაულებების დონეს შეამცირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

image

უნდა აღინიშნოს ზოგიერთი უარყოფითი ტენდენციებიც, რაც მამაკაცების არყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, პირველ წლებში შეიძლება იზარალოს სოფლის მეურნეობამ, რამდენადაც მას ძირითადად მამაკაცები მართავენ, თუმცა დროთა განმავლობაში ქალები ისწავლიან ამ დარგის მართვას. ასევე მოსალოდნელია სიკვდილიანობის გაზრდა საგანგებო შემთხვევების დროს, რადგან მაშველებსა და პოლიციელებს შორის აღარ იქნებიან მამაკაცები.

ზემოთ მოყვანილი ფაქტები და მეცნიერთა ვარაუდები, რომლებიც სტატისტიკურ და კვლევით მონაცემებზეა დაფუძნებული, მეტყველებს იმაზე, რომ თეორიულად სამყარო მამაკაცების გარეშე შესაძლებელია. თუმცა საეჭვოა, რომ ეს ქალბატონების უმრავლესობას მოეწონოს.

image


დაინტერესდით:



1. ამ ქალბატონებს ნამდვილად დაავიწყდათ, რა არის სიბე



2. რატომ იღუპებოდნენ მე-19 საუკუნეში მოდის ტენდენციების მიმდევარი ქალიშვილები


3. ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი პირველი)


4. ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი მეორე)


5. ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო


6. ქალების აზრით, ჰოლივუდის ყველა დროის ყველაზე სექსუალური მამაკაცები


7. ცნობილი მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟზე გიჟდებიან


8. როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს



1
406
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
406
  
2020, 1 დეკემბერი, 3:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1