x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ზამთრის ზღაპარი" - საახალწლო ნამცხვარი

image



"ზამთრის ზღაპარი" ფანტასტიკურად უგემრიელესი, მსუბუქი, ჰაეროვანი და ძალიან მარტივად მოსამზადებელი ნამცხვარია. ნამცხვრის ბეზე მოხარშული რძის კრემითა და შაქრიანი მოცვით ნებისმიერ დღესასწაულს უხდება, განსაკუთრებით კი ახალ წელს.



საჭირო პროდუქტები:


მერენგისათვის (ბეზე):

კვერცხის ცილა - 4 ცალი;

შაქარი - 1ჭიქა;


ვანილი - 1 ჩაის კოვზი;

ლიმნის წვენი - 1/4 ჩაის კოვზი;



კრემისათვის

დარბილებული კარაქი (მარგარინი)- 200გრამი;

მოხარშული რძე - ნახევარი ქილა (ან ცოტა მეტიც);

სიროპისათვის

წყალი - 100 მლ.;

შაქარი - 100 გრამი;

მოცვი (გაყინული) - 200 გრამი;

შაქარი-გემოვნებით;

image



1.მოამზადეთ ბეზე: თქვიფეთ ცილა, შაქარი, ვანილი და ლიმნის წვენი 1-2 წუთის განმავლობაში.

2. გააგრძელეთ ათქვეფა ორთქლზე, სანამ მიქსერით სასურველ შედეგს არ მივაღწევთ. ცილიანი ჭურჭლის ფსკერი არ უნდა ეხებოდეს მდუღარე წყალს.

3.ავიღოთ ორთქლიდან მასა და გავაგრძელოთ მიქსერით თქვეფა 5-10 წუთი.

4.ცილის კრემი (ბეზე) მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში (ტოპრაკში), ვარსკვლავის ნაცხთან ერთად.

5.საკონდიტრო ტომრით კრემისაგან ვაკეთებთ ბუდეს ფორმას. 2 საათის განმავლობაში ვაშრობთ ღუმელში, 105 გრადუსზე და კიდევ 1 საათი 90 გრადუსზე.

6.ვადუღებთ სიროპს შაქრისა და წყლისაგან.

7.ცხელ სიროპში ვყრით გაყინულ მოცვს. ვაჩერებთ კენკრიან მასას 3-8 საათის განმავლობაში.

8.კრემისათვის ვთქვიფავთ შესქელებულ რძესა და დარბილებულ კარაქს.

9.საკონდიტრო ტომრით გაკეთებული ბუდეები ამოვავლოთ კრემში.

10.გამომცხვარი ბეზე კრემით ზევიდან მორთეთ სიროპში ამოვლებული შაქრიანი მოცვით .. და მიირთვით გემრიელად!

0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0