x
image
მაია 24
მთვარის დაბნელება, რომელიც 18 წლის წინანდელ მოვლენებს გაიმეორებს - ორკვირიანი ასტროპროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის 
image

2020 წელი გულუხვი აღმოჩნდა დაბნელებების თვალსაზრისით. წელი დაბნელებების დერეფანში დაიწყო - 2019 წლის 26 დეკემბერს გვქონდა მზის დაბნელება, ხოლო 10 იანვარს - მთვარის. ზაფხულში კიდევ გავიარეთ დაბნელების დერეფანი: 5 ივნისს მთვარის, 21 ივნისს მზის და 5 ივლისს ისევ მთვარის. ახლა კიდევ ორი დაბნელება გველოდება - 30 ნოემბერს მთვარის და 14 დეკემბერს მზის სრული.


2021 წელს მხოლოდ 4 დაბნელება გვექნება. მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარეობაზე ხდება, მზის დაბნელება - ახალმთვარეობაზე.


  • 30 ნოემბერის სავსემთვარეობა

დღეს ემოციები ისედაც მომატებულია და ამ დღეს გვექნება მთვარის დაბნელება, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს ემოციებს. ემოციებს აყოლილი ადამიანი უფრო მეტ შეცდომას უშვებს, იზრდება დაუფიქრებელი და, როგორც წესი, არასწორი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა. დააკვირდით, რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში დაბნელებების პერიოდში 30 ნოემბერიდან 14 დეკემბერის ჩათვლით. ნუ მიიღებთ საბედისწერო გადაწყვეტილებს, განსაკუთრებით ემოცებს აყოლილი. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. არ გაართულოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.


30 ნოემბერს მზე მშვილდოსანშია, მთვარე - ტყუპში. სწორედ ასეთი დაბნელება გვქონდა 18 წლის წინ 2002 წლის ნოემბერ-დეკემბერში. გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ პერიოდში მაშინ. დაბნელებამდე 20 წუთით ადრე აანთეთ სანთელი და კეთილი სურვილებით ან ლოცვით შემოუარეთ თქვენს ბინას საათის ისრის მიმართულებით. ამგვარად გაათავისუფლეთ სახლსაც და საკუთარ თავსაც ნეგატივისგან. თუ ამ დროს სამსახურში იქნებით, დაბნელება 13:30 საათზე მოხდება, თქვენს სახლსა და ოჯახს პოზიტივი და სიყვარული გაუგზავნეთ. სანამ სანთელი იწვის, ფურცელზე ჩამოწერეთ, რა თვისება არ მოგწონთ საკუთარი თავში, რისგან გსურთ გათავისუფლება. ფურცელი დაწვით და წყალს გაატანეთ. ეცადეთ, პოზიტივით აივსოთ. გაუგზავნეთ ყველას სიკეთე, სიყვარული, ბედნიერება და გამოჯანმრთელება უსურვეთ ყველას. აი, სამომავლო სურვილებს კი ნუ ჩამოწერთ, 14 დეკემბერს დაელოდეთ.



image


  • ვისზე იმოქმედებს დაბნელება ყველაზე მეტად?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა მათზე, ვინც 27 ნოემბრიდან 16 დეკემბრის შუალედში ხართ დაბადებულები. სწორედ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, რომ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. პოზიტიური ცვლილებებისთვის უნდა მოემზადონ ადამიანები, ვისი დაბადების დღეებიც უწევს შემდეგ პერიოდში: 25 თებერვალი-პირველი მარტი; 27-31 მაისი და 29 აგვისტო-2 სექტემბერი. თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, ნახეთ დაბნელების პერიოდი რომელ სახლებს და ნიშნებს ააქტიურებს. აგრეთვე, რა პლანეტები (განსაკუთრებით, პირადი) ან მნიშვნელოვანი წერტილები ხვდება ტყუპისა და მშვილდოსნის მე-9 გრადუსში.


ვერძი


სავსემთვარეობა გაძლევთ შანსს დაასრულოთ სწავლა ან საბუთების, დოკუმენტების (საბუღალტრო) შედგენა. ზოგიერთ ადამიანთან შეწყვიტოთ ურთიერთობა. შეგეცვალოთ გადაადგილების მარშრუტი ან ტრანსპორტი. დასრულდეს თქვენს დედმამიშვილთან დაკავშირებით რაღაც საქმე.


კურო


შეიძლება დასრულდეს ის პროექტი, რასაც თქვენთვის მატერიალური შემოსავალი მოჰქონდა. შეგეცვალოთ ფინანსური ვალდებულებები. ცვლილებებია მოსალოდნელი ბიუჯეტში. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოს ის თანხა, რასაც დიდი ხანია ელოდა. უნდა გადახედოთ თქვენს შემოსავლებს, გაიუმჯობესოთ მატერიალური სფერო.


ტყუპი


დასრულდება სასწავლო კურსი, მიიღებთ დიპლომს, გახდებით სპეციალისტი. ტრანსფორმაციას, შეცვლას საჭიროებს თქვენი პროფესიული დონე. შეიძლება გაერკვეთ საკუთარ თავში, რა გსურთ ან შეიცვალოთ გარეგნობა, მიაგნოთ თქვენს თავს, სტილს. გადახედეთ გარემოცვას, პარტნიორს. მოძველებური კავშირების დასრულება მოგინდებათ.


კირჩხიბი


უნდა გათავისუფლდეთ ყველაფერი ზედმეტისგან. ზოგიერთი, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობდა, შეიძლება დაბრუნდეს სამშობლოში, ან პირიქით, ემიგრაცია გადაწყვიტოს. დასრულდება თქვენი იზოლაცია, განმარტოება, ჩრდილიდან უნდა გამოხვიდეთ. თუ გქონდათ, გათავისუფლდებით ფარული კავშირებისგან.


ლომი


შეიძლება აგისრულდეთ ის, რასაც გულში ინახავდით დიდი ხნის განმავლობაში. მიიღებთ აღიარებას თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან. დაიწყებთ ინტერნეტით მუშაობას ან შეეშვებით ამ სფეროს. მიგიღებენ იმ ჯგუფში, სადაც მიისწრაფოდით, ან პირიქით, შეიძლება გამოეყოთ რაღაც ჯგუფს. დაასრულოთ ის, რასაც აქამდე აკეთებდით ონლაინ, ან კონკრეტულ ჯგუფთან ერთად.


ქალწული


წარმატებას მოგიტანთ თქვენი საქმიანობა. მიიღებთ შედეგს, თანამდებობას, აღიარებას. შეიძლება შეგეცვალოთ სოციალური სტატუსი. დასრულდეს ის პროექტი, რომელზეც დიდი ხანი მუშაობდით. ან - მიხვდეთ, რომ კონკრეტული მიმართულებით აღარ ვითარდებით, დაანებოთ სამსახურს თავი და სრულიად სხვა სფეროში გადახვიდეთ.


სასწორი


ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოს რაღაც საქმიანობა სახელმწიფო სტრუქტურასთან, მიიღოს დოკუმენტი, რასაც ელოდა. სასამართლომ გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება. დაასრულოთ სწავლა. გადაწყვიტოს საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლა ან დაქორწინება უცხოელზე. შეიძლება გაწყვიტოთ კავშირი გურუსთან.


მორიელი


დასრულდება სირთულეები, ფსიქოლოგიური, ემოციური და მატერიალური დამოკიდებულებები, რაც აქამდე გრძელდებოდა. გათავისულდებით ვალისგან; მიიღებთ მემკვიდრეობას, რის გამოც დიდი ხანი იბრძოდით. შეიძლება მიხვდეთ, რომ აღარ გჭირდებათ გარკვეული ეზოტერიკული პრაქტიკები, ფსიქოლოგიური დახმარება.


მშვილდოსანი


ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ სავსემთვარეობაზე მოგინდებათ ურთიერთობის გაწყვეტა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან. ზოგიერთმა კი შეიძლება მიიღოს საინტერესო შემოთავაზება, გააფორმოს კონტრაქტი. ცხოვრება მოითხოვს ტრანსფორმაციას იმ სფეროში, რამაც ამოწურა თავისი თავი. თუ არსებული კავშირით კმაყოფილი ხართ, მას საფრთხე არც შეექმნება.


თხის რქა


ყოველდღიური ვალდებულებები, დაქვემდებარებული სამსახურის პირობები იცვლება. შეიძლება ის, რასაც ადრე აკეთებდით ან იმ ადამიანებთან ერთად, აღარაა თქვენთვის აქტუალური. ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობის თემა. შეიძლება მოძებნოთ ახალი სპეციალისტი ან მკურნალობის ახალი მეთოდი.


მერწყული


შეიძლება შეგეცვალოთ სამეგობრო წრე, გართობის ან დასვენების პირობები, ადგილი. ზოგიერთი გამონახავს ახალ ჰობის და ძველს დაასრულებს, თუ ის სიამოვნებას აღარ ანიჭებს. ცვლილებებს მოითხოვს დამოკიდებულება ბავშვებთან. თუ ადრე თქვენ ინახავდით მათ, ახლა მატერიალური სარგებელი შეიძლება მათგან მიიღოთ.


თევზები


ცვლილებები დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, ნათესავებთან. უნდა დაასრულოთ სახლის მშენებლობა, რემონტი. თუ მიწის ნაკვეთის გაყიდვა გსურდათ, გაყიდით. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. შეიცვლება სახლში არსებული სიტუაცია. ტრანსფორმაციას განიცდის ყველაფერი, რაც დრომოჭმულია და სიამოვნებას აღარ განიჭებთ.


ასევე ნახეთ:


30 ნოემბერს მთვარის დაბნელებაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?


ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც დეკემბრში საბედისწერო ცვლილებები ელით



როგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს - ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალები



რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"



დაბადების დღის "მაგია" - რა უნდა გავაკეთოთ 7 დღით ადრე და მომდევნო 12 დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერი ვიყოთ



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
1208
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
1208
  
2020, 1 დეკემბერი, 3:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1