x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბებიამ საკუთარი შვილიშვილი იმშობიარა
image


51 წლის ამერიკელი ქალბატონის ქალიშვილს ორსულობის პრობლემები ჰქონდა და ამიტომ მისი დახმარება დედამისმა ითავა.



ჩიკაგოელი ქალბატონი შვილიშვილის სუროგატი დედა გახდა, რადგან მის ქალიშვილს ბავშვის გაჩენის ყოვეგვარი იმედი გადაეწურა.



29 წლის ბრეანამ და მისმა 28 წლის მეუღლე აარონმა ოთხი წლის განმავლობაში სცადეს ყველა მეთოდი, მათ შორის ლაბორატორიული განაყოფიერებააც, მაგრამ ვერაფერმა უშველა.




ამის შემდეგ 51 წლის ჯულიამ ქალიშვილს და სიძეს საკუთარი თავი შესთავაზა, რათა მათ ოცნების ასრულებაში დახმარებოდა, წერს გამოცემა Mirror-ი.


ბრეანა და აარონი დათანხმდნენ. როლი ითამაშა იმ ფაქტმაც, რომ ჯულია კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო: მას 19 მარათონი ჰქონდა გავლილი.



ბრეანამ "ინსტაგრამზე" გვერდი გახსნა და იქ "სუროგატი ბებიის" დღიურის შევსება დაიწყო. იგი ხელმომწერებს გამოუტყდა, რომ ორჯერ დაორსულდა, მაგრამ ორივეჯერ მუცელი მოეშალა. ერთ შემთხვევაში, გოგონამ ტყუპები დაკარგა. ასეთი სტრესის და რამდენიმე ქირურგიული ოპერაციიის შემდეგ, დაორსულების შანსი ფაქტობრივად ნულამდე დაეცა.

image

In vitro წარუმატებელი პროცედურის შემდეგ ექიმებმა წყვილს ურჩიეს სუროგაციტის მოძიება, თმცა შორს აღარ წასულან ჯულია შესანიშნავი გამოდგა ამ როლისთვის. 2 ნოემბერს მას შეეძინა მისი შვილიშვილი, ბრაერი ჯულიეტა ლოკვუდი.

image

ბრეანამ სწრაფად გაუზიარა თავისი სიხარული გამომწერებს. მან დაწერა, რომ გოგონას დაბადებამ მათი გულები სიხარულით აავსო.

image

"მე მათთვის აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთე, ისევე როგორც დედამ ყველაფერი გააკეთა ჩემთვის"

კომენტარი გააკეთა სუროგატმა დედამ, ჯულიამ აღნიშნა, რომ ამ ბავშვს საკუთარ ქალიშვილზე არანაკლებ ელოდა. მას ასევე სურდა დახმარებიდა ბრეანას.

"თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს სიგიჟე იყო. მაგრამ მალევე ის[ბრეანა] გადავარწმუნე. ჩემი წინა ორსულობა ადვილი იყო. გარდა ამისა, ვმონაწილეობდი მარათონებსა და ტრიატლონებში."

ბრეანა ამბობს, რომ ის მეცხრე ცაზეა. ”დედობა ნამდვილი ნეტარებაა”, - წერს ის ინსტაგრამზე.

image

0
172
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0